როგორი დედა ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორი დედა ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ვარსკვლავები განაპირობებენ ყოველი ადამიანის ქცევასა თუ ხასიათს. და ისეთ დელიკატურ საკითხში, როგორიცაა, შვილების აღზრდა, გამონაკლისი არ არის.

ვერძი
თქვენ აქტიური დედა ხართ, ყველაფერს აკეთებთ, რომ ამ საქმეში უმაღლესი მწვერვალები დაიპყროთ. და ეს გასაკვირიც არ არის - ვერძს მეომარი მარსი მფარველობს, ამიტომაც, ნებისმიერი მოვლენისთვის ის ემზადება, როგორც შერკინებისთვის. მიიჩნევთ, რომ ყველაზე რთული პერიოდი, ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წელიდადია - როდესაც იაზრებ, რომ შვილი მთლიანად შენზეა დამოკიდებული.

კურო
თქვენ სერიოზული დედა ხართ: თავიდან საქმე, მერე უკვე მხიარულება. რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება სიმკაცრის განსახიერება იყოთ, მაგრამ როდესაც დარწმუნდებით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თავსაც და შვილსაც მოდუნების საშუალებას აძლევთ. შეგიძლიათ შვილს დამატებით წრეებზე აიძჲლოთ სიარული, ამასთან, მეგობართან ღამით დარჩენის უფლებასაც მისცემთ.

ტყუპები
იყო მილიონი სახის მქონე დედა - იოლი არ არის. ახლობლებს გამოცნობა უწევთ, რას მოიმოქმედებთ მომდევნო წამს. შვილების აღზრდის თქვენებური სტანდარტები და წარმოდგენა გაუფრთხილებლად იცვლება, თანაც კარდინალურად. შეგიძლიათ მთელი დღე დაკარგოთ ჰიპოალერგენული საბავშვო საპნის რეცეპტის მოძიებაში, შემდეგ კი ერთ წამში ხელი ჩაიქნიოთ და ბავშვთან ერთად როკ-კონცერტზე ან ღამის კლუბში გაერთოთ.

კირჩხიბი
კირჩხიბი ყველაზე მატრიარქალური ზოდიაქოს ნიშანია, ამიტომ, დედაც იდეალური იქნებით. კირჩხიბების უმეტესობა მიიჩნევს, რომ დედობისთვის არის დაბადებული და ბავშვობიდანვე თოჯინებზე, უმცროს დებსა და ძმებზე ახდენენ რეპეტიციებს. შესანიშნავი დედობის გარდა, თქვენ როგორც სხვა არავის, შეგიძლიათ ოჯახში კომფორტისა და სიმყუდროვის შექმნა.

ლომი
კრეატიული და არტისტული დედა-ლომი წარუშლელ კვალს ტოვებს. შვილის აღზრდა მისთვის თვითგამოხატვის საშუალებაა. ლომს უყვარს შვილის ცხოვრების ყველა ასპექტში ჩარევა და არ მალავენ მათი წარმატებით გამოწვეულ სიამაყის გრძნობას. მკაცრ დედას ვერ გიწოდებთ, მაგრამ შეუვალი ხართ, როცა საქმე პრინციპებს ეხება. მოითხოვთ სმენასა და გაგონებას, ვერ იტანთ უპატივცემლობას.

ქალწული
დედა-ქალწული თავისუფლების მოყვარული და ყველაფრის მაკონტროლებელი მშობლის საოცარი ნაზავია. რაღაც მომენტში, სწორედ დედობა გეხმარებათ, გახდეთ თანმიმდევრული, კლასიკური ქალწული. თუ ერთნი მიიჩნევენ, რომ დედობისთვის არიან დაბადებული, თქვენ პროცესში გიწევთ ყველაფრის სწავლა. და ჩვეულ ინტელექტუალურ შემოქმედებაზე შვილების გამო უარის თქმა ძალიან გიმძიმთ.

სასწორი
სასწორი იდეალური ბალანსის მუდმივ ძიებაშია, და დედობა - იდეალური საშუალებაა საამისოდ.
სასწორი - ურთიერთობების ნიშანია. მოგწონთ სხვა ადამიანისთვის ცხოვრება და შვილები ამ მისწრაფების რეალიზების საშუალებას გაძლევთ. იოლად ალაგებთ საქმეებს შვილების მოთხოვნილებების მიხედვით. უტყუარად შეგიძლიათ გამოიცნოთ, თუ რომელი სათამაშო გაახარებს ბავშვებს.

მორიელი
დედა-მორიელები განსაკუთრებული არიან: თქვენ შეგიძლიათ იყოთ მხიარული და დ ყველაფერს აკონტროლებდეთ, შთააგონებთ და ამავდროულად აშინებთ. ხასიათის მიხედვით, შვილები ხან კისერზე გეკიდებიან, ხანაც, თავს გარიდებენ. საკმარისია მხოლოდ ერთი მზერა და ბავშვს უკვე ესმის: დედა გუნებაზე არ არის.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი ყველაზე თავისუფლების მოყვარული ნიშანია. დედობა კი მისთვის ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. სპონტანური მშვილდოსანი დღევანდელი დღით ცხოვრობს და იმპულსურად მოქმედებს. აფასებთ თქვენს დამოუკიდებლობას და დედა-შვილური ურთიერთობა ერთგვარი სურრეალიზმი ხდება თქვენთვის. შესანიშნავად უგებთ შვილებს და მათ როგორც პიროვნებებს, ისე აღიქვამთ.

თხის რქა
თხის რქა, დედობრივზე მეტად, მამობრივი ნიშანია. თქვენ ორივე მშობელი ხართ ერთდროულად. ვერ იტყვი, რომ ქალური სენტიმენტალურობა გაკლიათ, მაგრამ ძალაუფლებას და ხანდახან სისასტიკესაც ავლენთ შვილების მიმართ. არ მიიჩნევთ, რომ შვილის საუკეთესო მეგობრობა საჭიროა, ასაკობრივი იერარქია გაწყობთ. ერთგულებას ქმედებებით და არა გრძნობებით ამტკიცებთ.

მერწყული
დედა-მერწყული საკმაოდ საინტერესო პერსონაჟია, რომელიც არავითარ ჩარჩოში არ ჯდება. მკაცრი, მაგრამ სპონტანური ხართ, რბილი, მაგრამ კონტროლზე ჩაციკლული. შვილების აღზრდის მეთოდი გაუფრთხილებლად გეცვლებათ. ცხოვრებას როგორც ერთ დიდ თავგადასავალს, ისე უყურებთ და ოცნებობთ, რომ შვილები რაც შეიძლება მეტ ხანს ამყოფოთ თქვენსავე შექმნილ უტოპიაში.

თევზები
დედა-თევზები იმ იშვიათ ქალებს მიეკუთვნებიან, რომლებიც საშინაო სპორტულ სამოსშიც უბადლოდ გამოიყურებიან. ისეთ სითბოს ასხივებთ, ვერავინ გაბედავს იფიქროს, რომ ქედმაღალი ხართ. სხვა დედები აღტაცებით შეგცქერიან. შეიძლება რაღაცით უკმაყოფილო იყოთ, მაგრამ თქვენი გული მუდამ ღიაა სამყაროსთვის. შესანიშნავად იცით, როგორ ასიამოვნოთ საკუთარ თავსაც და შვილებსაც.