„ლ’ორეალის“ სენსაცია, რომელიც თმის ცვენის და სიმელოტის პრობლემებს აღმოფხვრის
კოსმეტიკური ფირმა „ლ’ორეალის“ ლაბორატორია სენსაციურ განცხადებას ავრცელებს: ბიოტექნოლოგიურ კომპანია Poietis-სთან თანამშრომლობის შედეგად, კომპანია შეიმუშავებს ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება თმის ფოლიკულების შექმნა ლაბორატორიის პირობებში და მათი „დაბეჭდვა“ სამგანზომილებიან პრინტერზე. აღნიშნული ფაქტი არა მხოლოდ ახალი პროდუქტების შექმნას შეუწყობს ხელს, არამედ სრულიად ახალი საფეხური იქნება მთლიანად თმის ბიოლოგიაში.
პროექტში ჩართული მეცნიერები განმარტავენ, რომ ფოლიკულები ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური ორგანოა, მათგან დაახლოებით 150 000 თავის ქალაზეა გგანლაგებული. Poietis-მა უკვე შექმნა ორგანული ქსოვილების ბეჭდვის ტექნოლოგია, რომელიც უჯრედებისგან შემდგარი ე.წ. „ბიო მელნის“ უმცირესი წვეთებით ქმნის ბიოლოგიურ ქსოვილებს, მაგალითად ხრტილოვან ქსოვილს.
„ამ უნიკალური ტექნოლოგიითა და „ლ’ორეალის“ გამოცდილებით თმის მოვლის სფეროში, შესაძლებელია იმგვარი ფოლიკულის შექმნა, რომელიც რეალურად წარმოქმნის თმის ღერს - სწორედ ეს გახლავთ Poietis-ისა და „ლ’ორეალის“ ამბიცია,“ - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული ინოვაცია სავარაუდოდ დიდ როლს ითამაშებს თმის ცვენის, თმის დაბერებისა და ზრდის კვლევაში. „ლ’ორეალის“ კვლევისა და ინოვაციების განყოფილების დირექტორი, ჟოზე კოტოვიო აცხადებს, რომ შესაძლებელი იქნება ფოლიკულების იმპლანტაციაც, რაც თმის ცვენის პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.