სხეულის ენა: თქვენი ჯდომის მანერა, თქვენი ხასიათის შესახებ მოგიყვებათ

სხეულის ენა: თქვენი ჯდომის მანერა, თქვენი ხასიათის შესახებ მოგიყვებათ
სხეულის ენას ადამიანის ხასიათის შესახებ უამრავი ინფორმაციის გადმოცემა შეუძლია. როგორ დავდივართ, ვსაუბრობთ, ვიყენებთ ჟესტიკულაციას, ვზივართ — ყოველივე ამას შეუძლია ნებისმიერი ადამიანის პიროვნული საიდუმლოებები გასცეს. მიაქციეთ ყურადღება, რომ ყველა ქალბატონი აბსოლიტურად განსხვავებულად ზიან.
თქვენ როგორ ზიხართ ყველაზე ხშირად?


  1. ფეხები ერთმანეთის პარალელურად, იატაკის მართობულად.
    ასეთი ქალბატონები მუდმივად ფრთხილები არიან, განსაკუთრებით უცნობებთან. ის რთულად ეგუება ახალ ნაცნობებს და ზოგადად რთულია მათან საერთო ენის გამონახვა. მისი ნდობის მოსაპოვებლად საჭიროა დრო. მრავალი თაყვანისმცემელი ნაცნობობის საფეხურს ვერ სცდება, ვინაიდან მამაკაცები ხშირად არასწორად გებულობენ ასეთი ქალბატონების ქცევას.
  2. გადაჯვარედინებული ფეხები
    ასეთ ქალტან ყველაფერი მარტივადაა. მას არ აღელვებს რას ფიქრობენ მასზე სხვები. ის ცხოვრებით ტკბება და მარტივად უგებს თავის მზგავს გახსნილ, მხიარულ, გულახდილ ადამიანებს. მას მუდმივად ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და საკმაოდ დიდი ხანი მსჯელობს ქმრის კანდიდატურაზე.
  3. კოჭებთან გადაჯვარედინებული ფეხები
    ეს ქალბატონი ძალიან დაკვირვებულია. მუდმივად მზადაა დასახმარებლად და თავის გასაწირად. მინუსებიდან — ის მკარია, ვერ იტანს სხვის შეცდომებს, წვრილმან შედომებსაც კი. ასეთ ქალთან დასამეგობრებლად და მისი ნდობის მოსაპოვებლად საჭიროა გამოავლინოთ სრული გულწრფელობა და თავაზიანობა.
  4. მუხლებ მიბჯენილი და განზე გაშლილი ფეხები
    ის მიჩვეულია სამყაროს შავთ-თეთრ ფერებში დანახვას, მისთვის არ არსებობს საზღვრები. თუ მას ადამიანი უყვარს, გასცემს ყველაფერს მიუხედავად სერიოზული ნაკლებისაც კი. ხოლო თუკი ვინმე სძულს, დანდობა არ იცის!
  5. შეტყუპებული ფეხები, დახრილი მარცხნივ ან მარჯვნივ.
    ეს ადამიანი ამაყობს საკუთარი თავით. მას უყვარს კომპლიმენტები, რომელშიც მისი გონება, სილამაზე, ელეგანტურობაა მოხსენიებული. ყველასთან კეთილი და კომუნიკაბელურია. განსაკუთრებულ ყურადღებას მანერებსა და ეტიკეტს უთმობს. მამაკაცებში ეძებს იგივეს - ზრდილობას, თავდაჯერებულობას, სილამაზეს ნარცისიზმის ზღვარზე.