იდეალური ტატუები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის

იდეალური ტატუები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის
ტატუ - არამხოლოდ საკუთარი ინდივიდუალობის გამოვლენის საშუალებაა, არამედ, წარმატების მისაზიდიც. გაიგეთ, როგორი ტატუ გიხდებათ სწორედ თქვენ!

ვერძი
ენერგიულ და მიზანდასახულ ვერძებს ისარი-ტატუები მოუხდებათ, რადგან ისრები მათ მსგავსად მკაფიოდ მისდევენ არჩეულ გზას. კიდევ ერთი ვარიანტი - ფუტკარი - კონკურენტუნარიანი, ფეთქებადი და დაუოკებელი...

ვერძი
ამ შრმისუნარიანი ადამიანების გონება მუდამ დასვენებაზე ფიქრობს, სადმე ოკეანის სანაპიროზე. ამიტომ პალმის ხე მათთვის დამსახურებული ჯილდოს მსგავსია. ვერძის სხეულის საკრალური ადგილი ყელია და სწორედ ამ ნაწილს იმშვენებენ ტატუთი ხშირად. ამ სენტიმენტალური რომანტიკოსებისთვის შესაფერისი ვარიანტია ფრაზა ან ნახატი, რომელიც მათ ძლიერ გრძნობებს გამოხატავს, მაგალითად გული ან ზედმეტსახელი, რომელიც შეყვარებულმა შეარქვა.

ტყუპები
ამ ნიშნის წარმომადგენლები მუდამ ცაში დაფრინავენ, თუნდაც ოცნებებში. ამიტომ მათ სულს საუკეთესოდ გამოხატავს ჩიტები, ფრთები და ბუმბული. შეგიძლიათ ორი განსხვავებული სტილი ან ფერი ერთ ნახატში შეუხამოთ.

კირჩხიბი
სახლის მოყვარული, ტრადიციული კირჩხიბის სიმბოლო სტაბილურობაა. ტატუს სახით შეგიძლიათ ღუზა გამოსახოთ, ან საყვარელი ადამიანის, ოჯახის წევრის ან შვილის სახელი - ადამიანის, ვინც თქვენთვის განსაკუთრებით ფასეულია.

ლომი
მოკლედ: თქვენ ხართ ბოსი (როგორც სამსახურში, ასევე სალხში), რომელსაც სიცოცხლე კომპლიმენტებისა და ყურადღების გარეშე ვერ წარმოუდგენია. თქვენი ხასიათის საუკეთესო მხატვრული აღწერა ტატუს სახით არის ლომი ან გვირგვინი.

ქალწული

თქვენი მელნის ალტერ-ეგო გახლავთ გეომეტრიული ფიგურა უამრავი რთული ნახაზით. ეს გახლავთ ქალწულის ცხოვრების შესანიშნავი ალეგორია - ადამიანების, რომლებიც მუდამ რაღაცას გეგმავენ და ახალ მიმართულებებს ისახავენ.

სასწორი
ამ ნიშნის წარმომადგენლები მუდამ ცისკენ მიისწრაფვიან. მათთვის საუკეთესო ტატუებია: მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ღრუბლები... ალტერნატიულ ვარიანტებად გამოდგება ჩიტი კოლიბრი ან პეპელა.

მორიელი
თავდაპირველად ლოკაციაში გავერკვიოთ: ამ ცხელი გულის ადამიანს ტატუ წელსქვემოთ უნდა ჰქონდეს, ნახატი კი მის ტემპერამენტს გადმოსცემდეს, მაგალითად, ვარდი - მათი ფარული სურვილების სიმბოლო. ასევე, ღრმად მოაზროვნე მორიელებს, რომლებსაც ყველაფერი უნიკალური უყვართ, მოუხდებათ სიურრეალისტური ნახატები.

მშვილდოსანი
კომპასი, ჩემოდანი, გეოგრაფიული კოორდინატები, თუ ეიფელის კოშკი? მოგზაურობის მოყვარულ მშვილდოსანს საზღვრის გადაკვეთის შტამპიც მოუხდება ნახატის სახით. მშვილდოსანი პერიოდულად ბავშვობაში ვარდება, ამიტომ მის არსს მულტფილმების პერსონაჟებიც გამოხატავს.

თხის რქა
შრომისმოყვარულ და ამბიციურ თხის რქებს განსაკუთრებით ესმით სიტყვის ფასი, ამიტომ, მათ მოუხდებათ რაიმე ფრაზა, რომელიც შთააგონებს მათ წინსვლისკენ. კარიერული და პირადი ცხოვრების წარმატების სიმბოლო შეიძლება გახდეს ხის გამოსახულება სხეულზე - სტაბილურობის სიმბოლო.

მერწყული
მერწყულებს მაგიის ძალის ჯსჯერათ. ტატუს სახით მათ მოუხდებათ რაიმე მეტაფორული, ირეალური, ფანტასტიკის სფეროდან.მაგალითად ლოტოსის ყვავილი, უსასრულობის ნიშანი - ფარული ნიშანი სხეულზე, რომელსაც მათ გარდა ვერავინ შენიშნავს.

თევზები
ნაზ და რომანტიკულ არსებებს ასეთივე ტატუები დაამშვენებს - მარტორქა და ცისარტყელა, ლამაზი პეპლები და მარწყვის ნაყინი - დიზაინერული ნიჭით დაჯილდოვებულ თევზებს შეუძლიათ ძალიან ორიგინალური გამოსახულების შექმნა.