როგორი იუმორის გრძნობა აქვთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს

როგორი იუმორის გრძნობა აქვთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს
პერფექციონისტი ქალწულები ძალიან გონებამახვილები არიან. მათი ელეგანტური იუმორის გრძნობა მაშინაც ვლინდება, როდესაც არ ულხინთ. სახალისოა იმის ცქერა, თუ როგორ გაწონასწორებულად ხუმრობენ კუროები. ისინი ძალიან დაკვირვებულები არიან და ამჩნევენ სხვებისთვის უხილავ დეტალებს. ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებსაც ახასიათებთ თავიანთი, განსაკუთრებული იუმორის გრძნობა.

ვერძი
უხეში, ფიზიკური იუმორი მათ უბადლოდ გამოსდით. ეს გახლავთ ზოდიაქოს ნიშნების საუკეთესო მიმები. მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ მოულოდნელი გონებამახვილობის გამოვლენაც.

კურო
ამ ადამიანებს უბრალოდ უნდა დააკვირდეთ. მათ შეუძლიათ იყვნენ სასაცილოები, თან თავად მათთვის შეუმჩნევლად. მუცელი გეტკინებათ სიცილისგან, კუროები კი ვერც მიხვდებიან ამ მხიარულების მიზეზს.

ტყუპები
მათი გაცინება ძალიან იოლია, თავადაც შესანიშნავად ახსოვთ უამრავი ხუმრობა. ხშირად უყვართ ვინმე კონკრეტულის დაცინვა, მაგრამ ეს ბოროტად არ გადმოსდით, უბრალოდ, ამ გზით ინტერესს ავლენენ.

კირჩხიბი
ამ ადამიანებს თვითკრიტიკული იუმორის გრძნობა აქვთ. უყვართ სახის სულელური გამომეტყველების გაკეთება, ან საშინლად სერიოზულად მოგაჩვენებენ თავს ხუმრობით.

ლომი
ლომებს უყვართ გაბუქებული ისტორიების მოყოლა. ეს იმდენად სასაცილოა, რომ მსმენელი გაგრძელებას ითხოვს. მათ ზუსტად იციან, როგორ გაგაცინოთ.

ქალწული
ქალწულები მოგაჩვენებენ, თითქოს მათ რაღაც საშინლად აღიზიანებთ, მაგრამ ამას ისე ოსტატურად აკეთებენ, რომ სიცილს ვერ შეიკავებთ. ქალწულებთან ნამდვილად არ მოიწყენთ.

სასწორი
თუ სასწორებს წყობილებიდან გამოიყვანთ, მათ ძალიან გონებამახვილური სარკაზმის გამოვლენა შეუძლიათ. ამ ნიშანთან უმჯობესია კამათი არ წამოიწყოთ, დაგცინებთ და ამას უმაღლეს დონეზე ჩაატარებს.

მორიელი
მორიელები უბრალოდ აგენერირებენ სარკაზმს. კომენტარი იქ, კომენტარი აქ; მათი იუმორი სიუხეშისა და პასიური აგრესიის საზღვარზეა, მაგრამ ეს ძალიან სასაცილოა.

მშვილდოსანი
ამ ოპტიმისტებს ნებისმიერი მოვლენის ხუმრობაში გადაყვანა შეუძლიათ. მსახიობური ნიჭისა და სარკაზმის ნაზავი მშვილდოსნებს ძალიან სახალისოს ხდის.

თხის რქა
ამ ადამიანებს შეუძლიათ შეუვალი სახის შენარჩუნება, როდესაც ძალიანს ასაცილო ხუმრობას ყვებიან. მათ საკუთარ თავზეც ეხერხებათ ხუმრობა, თხის რქის იუმორი მუდამ დროისა და ადგილის შესაფერისია.

მერწყული
მერწყულები ბუნებით ხალისიანები არიან. მათ არც კი სჭირდებათ ეცადონ, მაგარი ხუმარები გამოჩნდნენ, ყველაფერი თავისთავად გამოსდით - შეუძლიათ ცრემლი გადინონ სიცილისგან.

თევზები
მათი იუმორი ბავშური ბჟუტურიდან საშინელ ისტორიამდე ვარირებს, თუმცა, ისე სასაცილოდ ყვებიან, რომ ყველაფერს აპატიებთ და მოსმენას განაგრძობთ.