ხუმრობენ და იცინიან ზოდიაქოს ნიშნები

ხუმრობენ და იცინიან ზოდიაქოს ნიშნები
თანამედროვე სამყაროში კარგი იუმორის გრძნობის გარეშე გადარჩენა წარმოუდგენელია. გაიგეთ, რომელია ყველაზე ხუმარა და ოპტიმისტი ზოდიაქოს ნიშანი

ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ცოტა არ იყოს, ხუმრობა არ ეხერხებათ, სხვის ხუმრობაზე კი მუდამ მოხარული არიან, გაიცინონ. დაგვეთანხმებით ალბათ, სასიამოვნოა საყვარელი ადამიანის სახეზე ღიმილის ხილვა, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვერძის სიცილი და ღიმილი ყოველთვის გულწრფელია.

კურო
ეს გახლავთ ადამიანი-ქამელეონები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციას ერგებიან. ისინი იდეალურად გრძნობენ, როდის უნდა გაიცინონ, და როდის იყვნენ სერიოზულები. თუმცა, კუროები ხშირად ვერ აფასებენ შენიღბულ იუმორს, მათთვის უფრო ახლოა მიწიერი და შავი იუმორიც კი.

ტყუპები
აი, ტყუპები კი, შენიღბული იუმორის ნამდვილი შემფასებლები არიან. განსაკუთრებით მხიარული და მახვილგონიერი კომპანია შედგება, თუ ტყუპები, მერწყული და სასწორი ერთად მოიყრიან თავს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე ორიგინალური და ცინცხალი ხუმრობები უყვართ.

კირჩხიბი
ასეთი ნატიფი ნატურა არავითარ შემთხვევაში არ აღიქვამს ცინიკურ და დაუნდობელ ხუმრობებს. კირჩხიბი ნათელი და ჰარმონიული იუმორის მოყვარულია. არ ეცადოთ მისი გაცინება უხამსი ხუმრობებით, კირჩხიბს ეს არ მოსწონს. როგორც წესი, საზოგადოებაში, ის არ ხუმრობს, უბრალოდ სხვებს უსმენს და იცინის.

ლომი
ლომებს უყვართ მოკლე და სხარტი ფრაზები, რომელიც იდეალურ მომენტშია წარმოთქმული. ნუ ეცდებით მათ გაცინებას ვრცელი ისტორიებით, ის უბრალოდ არ მოგისმენთ. ხშირად, ცხოველების მეფის იუმორი უხამსობითაა გაჯერებული, რაც საუბარს სიმძაფრეს სძენს.

ქალწული
ქალწული შავი, უხეში იუმორის მოყვარულია. მას თავში მუდამ ასობით შავი ხუმრობა აქვს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას ერგება. ამიტომაც, მისი გაცინება მხოლოდ შავი და გონებამახვილური ხუმრობებით შეიძლება.

სასწორი
განუსაზღვრელი რაოდენობის ხუმრობა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ხშირად, სასწორი ისტორიის თავისებურ ინტერპრეტაციას ახდენს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და ეფექტურს ხდის მას. სასწორს შეუძლია, დიდი ხანი ხმა არ ამოიღოს, მერე კი უცებ ერთ ისეთ ხუმრობას მოყვება, რომელიც სიცილისგან მუცლის ტკივილს იწვევს. შემდეგ ისევ ჩუმდება.

მორიელი
მხოლოდ ახალი და ორიგინალური იუმორი, არავითარი მოძველებული ხუმრობა. მორიელი ასეთ ხუმარას ყურადღებასაც არ მიაქცევს. მორიელს უყვარს უხამსი ანეკდოტების მოყოლა. მათი გაცინება კი ცოტა რთულია. და კიდევ, არც გაბედოთ, დასცინოთ მორიელს, ამან შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს.

მშვილდოსანი
მშვილდოსანს მხოლოდ დროით გამოცდილი ხუმრობები უყვარს, თავადაც არც ისე მოხერხებულად ხუმრობს. ხშირად ხუმრობა პირადულზე გადადის, რამაც შეიძლება წყენა გამოიწვიოს.

თხის რქა
თხის რქას საზოგადოების ვარსკვლავს ვერ ვუწოდებთ, მას მხიარული ისტორიების მოყოლა არ ეხერხება. მაგრამ კარგი იუმორის შეფასება ნამდვილად შეუძლია. ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავე ხუმრობას, თხის რქა შესანიშნავად იმახსოვრებს დეტალებს.

მერყწული
გოგონა-მერწყული ყოველ თქვენს ხუმრობაზე გაიცინებს, თუნდაც ის სულელური იყოს, ამასთან, სიცილი გულწრფელი იქნება. მამაკაცის გაცინება კი ცოტა რთულია, ის მხოლოდ ორიგინალურ და გემოვნებიან იუმორს აფასებს. თავად მერწყული მსგავსი იუმორის ნამდვილი საბადოა.

თევზები
მამაკაცი-თევზები საზოგადოების ცენტრად იქცევიან, განსაკუთრებით, თუ ეს ქალების საზოგადოებაა. როგორც წესი, თევზები ძველი ანკედოტების გადამღერებით არიან დაკავებული, მაგრამ ისეთი ემოციებითა და გულმოდგინებით ყვებიან, რომ ეს ძველი და ყველასათვის ცნობილი ანეკდოტი ნებისმიერს გააცინებს.