ლამაზი გსურთ იყოთ? მაშინ გაითვალისწინეთ ეს სასარგებლო რჩევები!
ლამაზი გსურთ იყოთ? - ყველა ქალის ეს ბუნებრივი სურვილი სავსებით შესაძლებელია და რეალურია, თუ რეგულარულად გამოვიყენებეთ არსებითად მარტივ, მაგრამ ძალზე ეფექტურ საშუალებებს. ამ შემთხვევაში სამზარეულოს " მიბმულ " ქალბატონსაც კი შეუძლია ისე გამოიყურებოდეს, თითქოს იგი გუშინ დაბრუნდა კურორტიდან. და ეს ცხადი რომ გახდეს, გამოიმუშავეთ თქვენში თვისება, რომელიც მთელი ცხოვების მანძილზე გაგყვებათ.
- პირი დაიბანეთ არა ჩვეულებრივი გამდინარე წყლით, არამედ იმით, რომელიც მთელი ღამე გედგათ.
- არ გადაღვაროთ საღამოს დაყენებული ჩაი, გააჩერეთ დილამდე, და გაღვიძებისთანავე ეს ჩაი გადაივოლეთ სახეზე: თქვენი კანი დიდხანს შეინარჩუნებს ელასტიკურობას.
- გამოიყენეთ საშუალება, რასაც ეკატერინე მეორე იყენებდა, რათა კანი დაეცვა ნაადრევი ჭკნობისაგან - დაიწყეთ თქვენი ყოველი დილის რიტუალი ყინულის ნატეხით სახის გაწმენდით, რომელიც წინასწარ უნდა მოამზადოთ მაცივარში.
დაბოლოს, გაიხსენეთ სულისა და სხეულის მხნეობის ყველაზე საიმედო საშუალება - სხვადასხვა აბაზანის მიღება, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი უთუოდ ძალზე სასარგებლოა:
- ფორთოხლის გამხმარ ქერქს დაასხით ანადუღარი წყალი და ადუღეთ 10 წთ. მიღებული არომატული ხსნარიდან ამოიღეთ უკვე გამოუსადეგარი ქერქები, ხოლო თვით ხსნარი გადაასხით წყლით ავსებულ აბაზანაში. ის ადვილად ხსნის დღის განმავლობაში დაგროვილ ნერვულ და ფიზიკურ დაძაბულობას.
- თქვენთვის ნაჩუქარი ვარდების თაიგული როცა დაჭკნება, ვარდის ფურცლებს დაასხით მდუღარე წყალი და 1 წთ დააყენეთ. ვარდის წყალი გადაასხით სავსე აბაზანაში - მიიღეთ თქვენთვის აუცილებელი რელაქსაცია და სიამოვნება.
- წიწვის ექსტრაქტი. თუ ვერ შესძელით მისი აფთიაქში ყიდვა, ნახარში თვითონ მოამზადეთ: 2 მუჭა ჩამოცვენილ წიწვებს დაასხით ქაფქაფა მდუღარე წყალი, ხარშეთ 10 წთ, გაწურეთ და ექსტრაქტი მზადაა. ის ორგანიზმის ჩინებული მატონიზირებელია და ხსნის დაღლილობას.