მოირჩინეთ ძირმაგარა ხალხური მეთოდით სულ რაღაც 2 დღეში !
ძირმაგარა (ფურუნკულა) ყალიბდება წითელ, შეხებაზე მტკივნეულ ამობურცულობად. ამობურცულობა სწრაფად ივსება ჩირქით, იზრდება ზომაში და სულ უფრო მტკივნეული ხდება იქამდე სანამ გასკდება და სითხე გადმოვა. კარბუნკულა ძირმაგარების გროვაა, რომელიც კანქვეშ ერთმანეთთან ახლომდებარე ინფექციების შეკავშირების შედეგად წარმოჩინდება.
ხშირად გამომდის ხოლმე ძირმაგარა. ალბათ, ყველას გამოუცდია, როგორი მტკივნეულია და რა ძნელად ემორჩილება მკურნალობას. ნათესავმა მასწავლა - ვარდკაჭაჭას ფესვები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარე და მიღებული ფაფა მტკივნეულ ადგილას დაიდეო. არც კი მჯეროდა, რომ ასეთ შედეგს მივიღებდი: ის, რაც ვერც ერთი წამალი ვერ ერეოდა, ვარდკაჭაჭამ ორ დღეში მომირჩინა.
ექიმის კომენტარი:
თავდაპირველად მკითხველი უნდა გავაფრთხილო, რომ ძირმაგარების, ანუ ფურუნკულების გამოყრა მეტად ყურადსაღები სიმპტომია შაქრიანი დიაბეტისა. დიაბეტის დროს ხშირია კანის ჩირქოვანი წარმონაქმნები. ამიტომ, გირჩევთ გაიკეთოთ სისიხლის ანალიზი შაქრის ( გლუკოზის ) შემცველობაზე და თუ შაქრის დონე მომატებულია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ენდოკრინოლოგს.
ვარკაჭაჭა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ყვავის ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე. აქვს მოცისფრო -ლურჯი ყვავილი. მცენარის ღერო, ტოტები და ფესვები შეიცავენ რძისებრ წვენს. საქართველოში ეს მცენარე ყველგან ხარობს. იზრდება გზის პირებზე, მდელოზე.
სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ყველა ნაწილი, უპირატესად ფესვები, რომელიც მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, შეიცავს ფრუქტოზას, ლევულოზას, ქოლინს.
ვარდკაჭაჭას იყენებენ კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი, ნაღველ -კენჭოვანი და თირკმლების დაავადების, ელენთის გადიდების, სისხლნაკლებობის, ჰეპატიტის, ციროზის და ღვიძლის სხვა დაავადებათა დროს. მცენარეს აქვს მადის მომგვრელი, მიკრობსაწინააღმდეგო, ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და საკვების გადამუშავებას. გარდა ამისა, გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.
ვარდკაჭაჭას ნაყენი ( 1 ს/კ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალზე ) აწესრიგებს გულის მუშაობას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
ფესვები უნდა მოაგროვოთ გვიან შემოდგომაზე.