დისნეის მულტფილმების რომელი გმირი ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დისნეის მულტფილმების რომელი გმირი ხარ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვის არ უნატრია, ერთხელ მაინც მოხვდეს დისნეის ზღაპრულ სამყაროში! ბავშვობაში, საყვარელი მულტფილმების ყურებისას, თავს მულანად ან სიმბად წარმოვიდგენდით...
გსურთ გაიგოთ, ამ შესანიშნავი ზღაპრების რომელ გმირს გავხართ? მაშინ, წაიკითხეთ ჩვენი სტატია.

ვერძი
ხშირად გეცვლება ხასიათი, მაგრამ ბავშვობიდანვე ლიდერი ხარ და პრობლემებს ადვილად უმკლავდები. არაფერი გაშინებს, საქმეებს მუდამ ენთუზიაზმით ეკიდები. შესანიშნავი მეგობარი ხარ და მუდამ დაიცავ მათ, ვინც გიყვარს.

შენ მულანი ხარ - კარგი, კეთილი გოგონა, რომელიც საკუთარი წესებით ცხოვრობს.

კურო
ჯიუტი ხარ, მაგრამ ეს არც თუ ისე ცუდია. მუდამ საკუთარ აზრზე რჩები და იცი, რაც გინდა. ზოდიაქოს ყველაზე სანდო ნიშანი ხარ, შენი ნდობა ყოველთვის შეიძლება.

შენ რაპუნცელი ხარ - გოგონა, რომელიც მთელი ცხოვრება ჩაკეტილი ჰყავდათ, მაგრამ მისი სულიერად გატეხვა ვერ მოახერხეს.

ტყუპები
გიყვარს მოგზაურობა, სამყაროს უკეთ შეცნობა. კარგი მოსაუბრე და მთლიანობაში, სოციალური ქმნილება ხარ. შენთან არასოდეს მოიწყენ - მუდამ მზად ხარ სიახლეებისთვის და პოზიტივით ახალისებ სამყაროს.

შენ ფერია დინ-დინი ხარ - მეგობრებს უყვართ შენტან დროის ტარება და გაქვს ცხოვრებისეული დიდი გამოცდილება.

კირჩხიბი
ძალიან მგრძნობიარე ხარ, მაგრამ ამას არავის უჩვენებ. ერთგული მეგობარი და ოჯახს მიჯაჭვული. შეგიძლია სვისი პრობლემების მიმართ ტანაგრძნობის გამოხატვა.

შენ ხარ ელზა - ეძებ ჰარმონიასა და სიმშვიდეს, თუმცა, ხანდახან ემოციები გძალავს.

ლომი
მოწოდებით ლიდერი, გამოირჩევი თავდაჯერებულობით. ისე ჩანს, თითქოს ნებისმიერი სიტუაციიდან შეგიძლია გამოსავალის პოვნა, თუმცა ეს ასე არ არის. შენი ზედმეტი ტავდაჯერებულობა ხანდახან ცუდად გიბრუნდება.

შენ ხარ რასელი - ყურადღებიანი ადამიანი, რომელიც მუდამ მზად არის სხვას დახმარების ხელი გაუწოდოს.

სასწორი
გიყვარს საზოგადოებაში ტრიალი, თუმცა, მეორეს მხრივ, ხარისხს უფრო აფასებ, ვიდრე რაოდენობას. ჭკვიანი და დიპლომატიური ხარ, მაგრამ ხშირად სხვისი აზრის ზეგავლენის ქვეშ ექცევი.

შენ ხარ პოკაჰონტასი - წარმოუდგენლად თავდაჯერებული და უშიშარი.

ქალწული
ამჩნევ უწვრილმანეს დეტალებს, ლოგიკური და შრომისმოყვარე ხარ. სხვის გრძნობებს პატივს სცემ და საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხარ.

შენ ხარ კოტსტვორტი - გიყვარს ორივე მხარის მოსმენა, სანამ რაიმე დასკვნას გამოიტან.

მორიელი
ვნებიანი ხარ და მუდამ პოულობ ისეთ საქმეს, რაც სიამოვნებას მოგანიჭებს. ამბიციური ხარ, შენგან კარგი ლიდერი დადგება. თუმცა ნდობასთან პრობლემები გაგაჩნია.

შენ ხარ მერიდა - თუ რაიმე ჩაიფიქრე, ვერავინ შეგაჩერებს.

მშვილდოსანი
ფართოდ აზროვნებ, ხარ ექსტრავერტი, არასოდეს იქნევ ხელს და მუდამ წინ მიიწევ ღიმილით, ცდილობ, სამყარო უკეთესი გახადო, თუმცა, ხანდახან დანაპირების შესრულება გავიწყდება.

შენ ხარ სიმბა - ადვილად იცვლი აზრს რაიმეზე, რადგან სიახლეებისთვის მუდამ მზად ხარ.

თხის რქა

სერიოზული ხარ და შენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. დამოუკიდებლობა გიყვარს, მაგრამ სიამოვნებით ატარებ დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.

შენ ხარ ბელი - შესანიშნავად ერკვევი ადამიანებში და კარგად გესმის, რომ ცხოვრებაში ქონების დაგროვებაზე ბევრად მნიშვნელოვანი რამეებიცაა.

მერწყული
წარმოუდგენლად ჭკვიანი ხარ და ხალხს ამით აღაფრთოვანებ. შენი იდეები მუდამ ორიგინალურია და საკუთარ აზრს მუდამ ბოლომდე იცავ.
შენ ხარ მეფე ტრიტონი - იოლად შეგიძლია გამოვლენა, რა არის სწორი და რა არა.

თევზები
მეგობრული ხარ, შეგიძლია თანაგრძნობა, გიყვარს სხვების დახმარება ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ელი. თუმცა ძალიან მიმნდობი ხარ და ამის გამო ხშირად მსხვერპლი ხდები.

შენ ხარ ალადინი - მეოცნებე, რომელიც მუდამ რაღაც ახალს ეძებს.