ეს უძველესი ხალხური რეცეპტი პრობლემების გარეშე გადაგატანინებთ ზამთარს.
ჩვენს ოჯახში ყველას ჯანმრთელობაზე ბებია ზრუნავს- ძველებური, ხალხური რეცეპტებით მკურნალობს ყველა დაავადებას. ერთ რეცეპტზე მინდა გიამბოთ, რომელიც ყველას გამოადგება. ყოველი ზამთრის დაწყებისას ბებია ამზადებს ძალიან გემრიელი წვენების ნარევს. ეს ნარევი გვიცავს გაცივებისგან, გრიპისგან, ანგინისგან, აძლიერებს იმუნიტეტს, ამაგრებს გულს, აჯანსაღებს ღვიძლს და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ნარევის მომზადება ნებისმიერ მკითხველს შეუძლია.
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და გამოწურეთ წვენი, ბროწეული მარცვლები გამოარჩიეთ და გაწურეთ, ბოლოს გაწურეთ ლიმონი. ყველა მიღებული წვენი ერთმანეთს შეურიეთ მინის ქილაში. ამ ნარევს დაუმატეთ თაფლი და ურიეთ მანამ, ვიდრე თაფლი არ გაიხსნება, ანუ როგორც ბებო ამბობს, ყველა კომპონენტი არ " დაუმეგობრდება " ერთმანეთს. იმუნიტეტის გასაძლიერებლად 1/4 ჭიქა კოქტეილი უნდა სვათ დილა-საღამოს ერთი თვის განმავლობაში. კიდევ ერთი რჩევა: ყველა კომპონენტის შერევის შემდეგ ნარევი დადგით გრილ ადგილას რამდენიმე საათი, მაგალითად, მაცივარში ( შემდგომშიც მაცივარში უნდა იქონიოთ ), რადგან ცნობილია, რომ ახალგამოწურული ჭარხლის წვენი ძლიერ სპაზმს იწვევს.
გარწმუნებთ თუ ამ წამალს დალევთ, პრობლემებისა და უსიამოვნების გარეშე გადაიტანთ ზამთარს და გაზაფხულზეც არ გექნებათ ვიტამინების ნაკლებობა.
ექიმის კომენტარი:
მკითხველმა მართლაც მეტად მრავალფეროვანი სამკურნალო რეცეპტი მოგვაწოდა. მისი ყველა კომპონენტი მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ბიოაქტიური ნივთიერებებით, ორგანიზმზე მათი მოქმედების სპექტრი განსხვავებულია, ამდენად, წვენების ნარევს მრავალმხრვი სამედიცინო ეფექტი ექნება. თაფლი ამ შემთხვევაში ორმაგ ფუნქციას ასრულებს - მას თავისი სამკურნალო თვისებებიცნ აქვს, ამავდროულად, იცავს წამლის სხვა კომპონენტების ნარევს აქტიური თვისებების დაკარგვის და გაფუჭებისგან.
ინგრედიენტები:
- 2 კგ სტაფილო
- 2 კგ ჭარხალი
- 1,5 კგ ბროწეული
- 1 კგ ლიმონი
- 1 კგ ნატურალური თაფლი