როგორ გავითეთროთ იღლიების, იდაყვების, მუხლებისა და კისრის კანი? ეფექტური მეთოდი

როგორ გავითეთროთ იღლიების, იდაყვების, მუხლებისა და კისრის კანი? ეფექტური მეთოდი
უამრავი ადამიანი იტანჯება ამ პრობლემისგან, რომლის შესახებაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია დეტალურად მოგითხრობთ. მუქი კანი იდაყვებზე, მუხლებზე, იღლებზე და კისერზე - არაესთეტიკური, კოსმეტიკური პრობლემა, რომლის გადასაჭრელადაც ქალბატონები, როგორც წესი, უამრავ სპეციალურ საშუალებებსა და კოსმეტიკურ პროცედურას მიმართავენ. სამწუხაროდ, მსგავსი საშუალებები და პროცედურები საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

კანის გამუქება სხეულის კონკრეტულ ნაწილებში შეიძლება განაპირობოს ხშირმა პარსვამ და დაბალი ხარისხის კოსმეტიკური პროდუქტების გამოყენებამ.

ნუ იჩქარებთ მთელი წლის დანაზოგის დახარჯვას კოსმეტიკურ კლინიკებში, რადგან ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ნატურალურ საშუალებას, რომელიც საკუთარი ეფექტურობით გაგაოცებთ.

ნატურალური საშუალებები კანის გასაღიავებლად:

საკვები სოდა
  • შეურეთ ერთმანეთში საცხობი სოდა და წყალი თანაფარდობით 3:1.
  • მიღებული ნარევი წაისვით კანის პრობლემურ ნაწილზე და მოითმინეთ სანამ ის გაშრება.
  • ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
  • გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ.

კარტოფილი:

  • ამ ბოსტნეულში არსებული კრისტალური შენაერთი გვეხმარება კანის გაღიავებაში.
  • გაჭერით კარტოფილი შუაზე, დააწვეთეთ მას რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და მისი გამოყენებით დაიმუშავეთ კანის პრობლემური ნაწილი.
  • მოითმინეთ 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ წვენი ცივი წყლით.
  • გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ.

ალოე ვერა

ალოე ვერას გელი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა კანის მოსავლელად და მისი ფერის გასათანაბრებლად. უბრალოდ წაისვით მცირეოდენი გელი კანის პრობლემურ ზონაზე, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

რძე

რძე შეიცავს ვიტამინებსა და ცხიმობან მჟავებს, რომლებიც გვეხმარება კანის გათეთრებაში.

  • 2 სუფრის კოვზი რძე
  • 1 სუფრის კოვზი ხაჭო
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი

მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა მოცემული ინგრედიენტებისგან ბლენდერის გამოყენებით. წაისვით ის კანის პრობლემურ ნაწილზე, გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!