როგორ უნდა იმკურნალოთ შტოშით,თუ დაქვეითებული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.

როგორ უნდა იმკურნალოთ შტოშით,თუ დაქვეითებული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.
დაქვეითებული მაქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია- დიდი ხნის წინ დამისვეს ჰიპოთირეოზის დიაგნოზი. ვიცი, რომ მიზეზი ორგანიზმში იოდის ნაკლებობაა. წლების განმავლობაში ვცდილობდი, მიმეგნო ისეთი მცენარეული საშუალებისთვის, რომელიც მდგომარეობას გამიუმჯობესებდა. ვიპოვე კიდეც ასეთი საშუალება- შტოშის ნაყენი:
ინგრედიენტები:
  • 4 ს/კ შტოშის ნაყოფი
  • 2 ჭიქა მდუღარე წყალი


მომზადების და გამოყენების წესი:

4 ს/კ შტოშის ნაყოფს დაასხით 2 ჭიქა მუღარე წყალი. დადგით 2 საათის განმავლობაში თავდახურული, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა 4- ჯერ დღეში,ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 10- 12 დღეა. შემდეგ დაისვენეთ 1 თვე და კურსი ისევ გაიმეორეთ.
ამ მკურნალობის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ ხოლმე- აღარ ვარ მოდუნებული, წონაც თანდათან მიმცირდება, თუმცა რაციონს არ ვცვლი, მიწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა. ჩემი ორგანიზმი იოდს უკეთ ითვისებს- ამის მისახვედრად კი კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ, იოდის ტესტს ვიტარებ ხოლმე: კანზე ვიკეთებ იოდის ბადეს. თუ ბადე ძალიან მალე გაქრა ( 3 საათზე უფრო ნაკლებ დროში ), ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს იოდი ნამდვილად აკლია. თუ ბადის გაქრობას 3-4 საათი დასჭირდა - ეს კარგი შედეგია. ამ ტესტს მკურნალობის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ ვიტარებ და ცვლილებას ნამდვილად ვგრძნობ. მკურნალობის შემდეგ მიწესრიგდება წნევაც. ნაყენის მიღება ყველას შეუძლია, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი დიაგნოზია ჰიპოთირეოზი და არა ჰიპერთირეოზი ( ჯირკვლის ფუნქციის მომატება ).

ექიმის კომენტარი:

შტოში ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავდების სამკურნალოდ. მისი ნაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, ასკორბინის მჟავას, P ვიტამინს, ეთერზეთს, ვაშლისა და ლიმონმჟავებს, შაქრებს, პიგმენტებს, ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს. შტოშის ნაყოფი გამოიყენება, როგორც პოლივიტამინური საშუალება ავიტამინოზის დროს. მის ვაჟინს იყენებენ რევმატიული ტკივილის, თირკმლისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს. აქვს შარდმდენი და საფაღარათო მოქმედება. მისი ნაყენი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. რადგან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა სწორედ ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, შტოშის ნაყენი უთუოდ დადებით შედეგს მოგვცემს, თუკი მკურნალობის პროცესში მას დამხმარე საშუალებად გამოვიყენებთ.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი