კლეოპატრას სილამაზის საიდუმლო! გამოუცხადეთ ომი ნაოჭებს!

კლეოპატრას სილამაზის საიდუმლო! გამოუცხადეთ ომი ნაოჭებს!
ყველა ქალს აქვს დღეები, როდესაც გინდა განსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველი იყო. ამისათვის კი მონდომებაა საჭირო. ახლა შემოგთავაზებთ ენნე ბურდას მიერ შედგენილ პროგრამას, რომელიც საშუალებას მოგცემთ სასწრაფოდ დაერხმაროთ თქვენს გაფერმკრთალებულ, გამომშრალ და გაღიზიანებულ კანს. მაშ ასე, ვიწყებთ:

  1. - დაწექით მოხერხებულად, ფეხები მაღალ ბალიშზე დააწყეთ. სახეზე წინასწარ გაიკეთეთ, რომელიმე დამამშვიდებელი ნიღაბი, მაგ: ერთი კვერცხის გულის, ამავე რაოდენობის თაფლის, 3-5 წვეთი ლიმონის წვენისა და 2 ჩ/კ მაწონისგან დამზადებული ნარევით. ნახევარი საათით დაივიწყეთ ყველა საზრუნავი და ეცადეთ იოცნებოთ, მოკლედ სულიერად დაისვენეთ.ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


  2. - კლეოპატრას აბაზანა - კვირაში ორჯერ, ან ერთხელ მაინც გაიმეტეთ ორიოდე საათი საკუთარი სილამაზისთვის. გაიკეთეთ კოსმეტიკური აბაზანა (კლეოპატრას რეცეპტით ). ამისათვის შეათბეთ ერთი ლიტრა რძე ( არ აადუღოთ ), ორთქლზე გაადნეთ ერთი ჩაის ჭიქა თაფლი. გამდნარი თაფლი გათქვიფეთ რძეში. კარგი იქნება თუ დაუმატებთ ორ სუფრის კოვზ ნუშის რძეს. მიღებული ნარევი ჩაასხით აბაზანში. ჩაწექით წყალში თხუთმეტი წუთით, აბაზანის შემდეგ ტანს ნუ გაიმშრალებთ. დაე წყალი თვითონ შეგაშრეთ. გაძლევთ სიტყვას, რომ თუკი ამ აბაზანის მიღებას მისცემთ სისტემატიურ ხასიათს, სულ მალე ნაზი და ხავერდოვანი კანი გექნებათ.

  3. - დამატენიანებელი საფენი: სახის კანის სილამაზის შენარჩუნებისთვის აუცილებელია დავიცვათ იგი გამოშრობისგან. მომჭკნარი სახისათვის შესანიშნავ დამატენიანებელ საშუალებას წარმოადგენს კიტრისუნას საფენები, ავიღოთ ორი სუფრის კოვზი ბალახი დავასხათ 0.25 ლიტრი ადუღებული წყალი. 10 წუთის შემდეგ გადავწუროთ. მიღებულ ხსნარში დავასველოთ პატარა პირსახოცი და ოდნავ გაწურული დავიფინოთ სახესა და ყელზე. ასე გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ.

  4. - კანის სიცოცხლისუნარიანობის სტაბილურობისთვის მას ( რაც შეიძლება ხშირად უნდა მივაწოდოთ ჟანგბადის დამატებითი ულუფა. ) კანის უჯრედების მიერ ჟანგბადის ათვისების პროცესს აუმჯობესებს შემდეგნაირად დამზადებული ლოსიონი, ავიღოთ 2 ჩ/კ ხმელი პიტნა, ვადუღოთ ნახევარ ლიტრა წყალში ორი წუთის განმავლობაში.მიღებული ლოსიონით სისტემატიურად ვიწმინდოთ სახის კანი. ამ გზით ჩვენ შევძლებთ უჯრედების ცხოველქმედების პროცესის სტიმულირებას.

  5. - აუცილებლობა და არა ფუფუნება, პირობითად ასე შეიძლება ვუწოდოდ ამ პუნქტს. არ შეეგუოთ იმ აზრს, რომ თქვენი კანი ბერდება. რაც შეიძლება ადრე გამოუცხადეთ ომი ნაოჭებს. კანის ელასტიურობის შენარჩუნება და ნაოჭების გასწორება შეიძლება შესაფერისი ნიღბების დახმარებით. 2 ს/კ თაფლი, გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. შემდეგ შეურიეთ ორი სუფრის კოვზი ფქვილი და ერთი კვერცხის კარგად გათქვეფილი ცილა. ნიღაბი სახეზე გავაჩეროთ ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით, ბოლოს გადავივლოთ ცივი წყალი.

    ამ ნიღბის გაკეთება შეიძლება კვირაში ერთხელ. უფრო ხშირად მისი ხმარება არ არის რეკომენდირებული, რადგანაც ცილა კანს ძალიან ჭიმავს.

  6. - ბუნებრივი ელვარება. რაც არ უნდა კარგი სახის კანი გქონდეთ თუ თვალები უსიცოცხლოდ და დაღლილად გამოიყურებიან, სახეს მომხიბვლელს ვერ უზოდებ. თუ თვალების ქვემოთ დაღლილობის ან უძილობისგან მუქი ფერის წრეები გაქვთ, აიღეთ ორი ძალიან ნაზი, თხელი ცხვირსახოცი. თითოეულ მათგანში გაახვიეთ თითო- თითო კოვზი ხაჭო და დაიდეთ თვალეზე 10 წუთით. ძალიან ეფექტურია შემდეგნაირი პროცედურაც, ავიღოთ ერთჯერადი ჩაის ორი პაკეტი, გადავასხათ ადუღებული წყალი და ცოტახნით შევდოთ საყინულეში. შემდეგ ეს პარკები 10 წუთით დავიდოთ თვალებზე ან თვალების ქვემოთ.
    თვალების ქვემოთ წარმოქნილი ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლის, ეფექტური საშუალებაა ხორბლის ან ნუშის ზეთი. ყოველ საღამოს თვალების გარშემო შეიზილეთ ერთ-ერთი მათგანი და დაიტოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ, ზეტის ნარჩენი მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით.

თუ ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ, ან წვეულებაზე ხართ მიპატიჟებული, ჩაიტარეთ ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნული ყველა პროცედურა და გვერწმუნეთ შედეგით გაოცებული დარჩებით.
ყველა ქალს სჭირდება მკვებავი კრემი, რომელიც თავისი შემადგენლობით შესაფერისი იქნება მისი კანისათვის, მაგრამ ახლა გვინდა შემოგთავაზოთ იმ კრემის რეცეპტი რომელიც უხდება ნებისმიერ კანს მშრალი იქნება ის, ცხიმიანი თუ ნორმალური. ეს " კლეოპატრას კრემი"-ა მის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

ინგრედიენტები:

  • 5 გრ ალოეს ფხვნილი
  • 40 მლ დისტელირებული წყალი
  • 20 მლ ვარდის წყალი
  • 10 გრ თაფლი
  • 100 გრ ღორის ახლადგამდნარი მუცლის ქონი.

მომზადების და გამოყენების წესი :

ალოეს ფხვნილი კარგად გავხსნათ წყალში, დავუმატოთ ვარდის წყალი და თაფლი, დავდგათ ნახავი მდუღარე წყლის ორთქლზე და თანდათან დაუმატოთ ღორის ქონი, თან ვურიოთ. ნაზავი ძალიან აუ უნდა გაცხელდეს.მზა კრემი ალოეს ნაზი სურნელით. გადავიღოთ ქილაში და შევინახოთ მაცივარში. დღეში ერთხელ წავისვათ თხელ ფენად სახესა და ყელზე.
სტატიის ავტორი: თამარ ასსანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...