მსხვილი ნაწლავის გაწმენდა 2 კომპონენტით. აღიდგინეთ საჭმლის მომნელებელი სიტემა!

მსხვილი ნაწლავის გაწმენდა 2 კომპონენტით. აღიდგინეთ საჭმლის მომნელებელი სიტემა!
ეს ორი კომპონენტი ძალზედ ეფექტურია მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად და საჭმლის მომნელებელი სისტემის აღსადგენად.


სასმელი, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ, დაეხმარება თქვენს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლებაში და აღგიდგენთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ბაქტერიულ ბალანსს.

ვაშლის ძმარი - პროდუქტი, რომელიც დღითიდღე სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც მისი გასაოცარი სამკურნალო თვისებებიითაა განპირობებული.

ვაშლის ძმრის შეძენისას გაამახვილეთ ყურადღება, რომ მის ფსკერზე ბუნდოვანი, ბლანტი მასა ტივტივებდეს. ეს ნიშნავს, რომ ვაშლის ძმარი 100%-ით ნატურალურია და ის გამდიდრებულია ღირებული საკვები ნივთიერებებით.

საშუალება, რომლის მომზადებასაც დღეს გასწავლით, არა მხოლოდ გაგიწმენდთ მსხვილ ნაწლავს და აღგიდგენთ მის მიკროფლორას, არამედ გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, შეგიმცირებთ სისხლში შაქრის დონეს და დაგეხმარებათ სისხლის მაღალი წნევის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 2 ს.კ ვაშლის ძმარი
  • 2 ს.კ თაფლი
  • 1 ჭიქა თბილი წყალი

ჩაამატეთ ერთ ჭიქა თბილ წყალში მოცემული რაოდენობით თაფლი და ვაშლის ძმარი ( ვაშლის ძმარი გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ). ურიეთ კოვზის დახმარებით იქამდე, სანამ თაფლი ბოლომდე არ გაიხსნება. მიღებული საშუალება მიირთვით დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ერთ კვირიანი ყოველდღიური პროცედურების შემდეგ აცუილებელია რამდენიმე დღით შესვენების აღება. თუ თქვენ კუჭის წყლულოვანი დაავადებები გაწუხებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ჟურნალ ''Science''-ში დაბეჭდილი კვლევის შედეგების თანახმად, ვაშლის ძმარს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე, რაც მასში შემავალი აქტიური შენაერთებითაა განპირობებული. ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტები, რომლებიც ჭარბადაა ვაშლის ძმარში: ძმარმჟავა, გალის მჟავა, კატეხინი, ეპიკატეხინი, ქლოროგენის მჟავა, ფერულის მჟავა და ა.შ.

მეცნიერების მტკიცებით, ვაშლის ძმარი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც თავიდან გვარიდებს დიაბეტს, ჰიპერტონიას, ავთვისებიანი წამონაზარდის ზრდა-განვითარებას, გაცხიმოვნებას, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს და ა.შ.