ვებრძვით ვენების ვარიკოზს: 4 მეთოდი, რომელმაც უამრავი ადამიანი გააოცა!

ვებრძვით ვენების ვარიკოზს: 4 მეთოდი, რომელმაც უამრავი ადამიანი გააოცა!
ვენების ვარიკოზული გაგანიერება - საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად სპორტსმენებს აწუხებთ. როგორც წესი, ეს პრობლემა განპირობებულია ვენური სარქველების მუშაობის დარღვევით. ამ დროს შეფერხებულია სისხლის მიმოქცევის პროცესი.

ამ პრობლემას შეიძლება თან ახლდეს ტკივილის აუტანელი განცდა, ქრონიკული დაღლილობა, მშფოთვარება, პულსაცია, სიმძიმის განცდა კიდურებში და ა.შ.

ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას განაპირობებს: მემკვიდრეობა, გაცხიმოვნება, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება და ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში ფეხმძიმობის, მენოპაუზის ან სქესობრივი მომწიფების დროს.

ამ პრობლემის მკურნალობის სამედიცინო და ქირურგიული მეთოდები, სამწუხაროდ, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ნატურალურ საშუალებას, რომელიც ძალიან ეფექტურია ვენების ვარიკოზის წინააღმდეგ საბრძოლველად.

1. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი არაჩვეულებრივი საშუალებაა ვენების ვარიკოზის სამკურნალოდ. ეს ნატურალური პროდუქტი გვეხმარება ორგანიზმის გაწმენდაში და გვიუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას. როდესაც სისხლი შეუფერხებლად იწყებს მოძრაობას, ვენების შეშუპება რამდენჯერმე მცირდება.

წაისვით ვაშლის ძმარი სხეულის დაზიანებულ ზედაპირზე და იკეთეთ ნაზი მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს, დაძინების წინ და დილით, გაღვიძებისთანავე. მიმართეთ ამ პროცედურას ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში და მიღბული შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

2. კაიენის წიწაკა
კაიენის წიწაკა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ნატურალურ საშუალებად, როდესაც საუბარი ვენების ვაიკოზული გაგანიერების მკურნალობაზე მიდის. ეს პროდუქტი მდიდარია C ვიტამინითა და ბიოფლავანოიდებით, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და გვეხმარება ტკივილის მოხსნაში, რომელიც ვენების შეშუპებითაა გამოწვეული.

ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი კაიენის წიწაკის ფხვნილი 1 ჭიქა ცხელ წყალში და კარგად მოურიეთ. მიღებული საშუალება მიირთვით დღეში სამჯერ ერთი ან ორი თვის განმავლობაში.

3. ზეითუნის ზეთი
სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას გადამწყვეტი როლი ეკისრება ვენების ვარიკოზის მკურნალობის დროს. მსუბუქი მასაჟის გაკეთება ზეითუნის ზეთით გაგიუმჯობესებთ სისხლის ცირკულაციას, ჩაგიხშობთ ანთებას და გაგიყუჩებთ აუტანელ ტკივილს.

შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ზეითუნის ზეთი და E ვიტამინის ზეთი. მიღებული საშუალება შეათბეთ და დაიწყეთ მსუბუქი მასაჟის კეთება. გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ ორი თვის განმავლობაში. მიღებული შედეგი გაგაოცებთ!

4. ნიორი
ნიორი არაჩვეულებრივი საშუალებაა ანთების ჩასახშობად და ვენების ვარიკოზული გაგანიერების სიმპტომების შესამსუბუქებლად. ეს პროდუქტი ანადღურებს სისხლძარღვებში არსებულ ტოქსინებს, რის ხარჯზეც რამდენჯერმე უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.

დააქუცმაცეთ ნივრის 6 კბილი და მოათავსეთ მინის ქილაში. ჩაამატეთ 3 ფორთოხლის წვენი და 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული საშუალება დააყოვნეთ 12 საათით.

ამ დროის გასვლის შემდეგ კარგად შეანჯღრიეთ ქილა და მიღებული ნარევის რამდენიმე წვეთი დაიტანეთ თითის ბალიშებზე. წრიული მოძრაობებით იკეთეთ სხეულის დაზიანებული ნაწილის მასაჟი 15 წუთის განმავლობაში, შეიხვიეთ ის ბამბის ქსოვილით და გაემზადეთ დასაძინებლად. თქვენ უნდა გაიმეოროთ ეს პროცედურა ყოველდღიურად რამდენიმე თვის განმავლობაში. გარდა ამისა, რეკომენდირებულია კვების ყოველდღიურ რაციონში ნივრის ჩამატება.



გისურვებთ ჯანმრთელობას!