დაემშვიდობეთ შიდა ცხიმოვან ფენებს: სასმელი, რომელიც პრობლემას ძილში მოგიგვარებთ

დაემშვიდობეთ შიდა ცხიმოვან ფენებს: სასმელი, რომელიც პრობლემას ძილში მოგიგვარებთ
ჩვენს ორგანოებში: მსხვილ ნაწლავში, ღვიძლში, ფილტვებში და თირკმელებში შეიძლება დაირღვეს ნივთიერებათა ცვლის პროცესები, რაც თავის მხრივ შიდა ცხიმოვანი ფენების დაგროვებას განაპირობებს.

სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სასმელს, რომელიც ეფექტურად ებრძვის შიდა ცხიმოვან ფენებს. ამ გასახდომი სასმელის ინგრედიენტები გვეხმარება შეშუპების მოხსნაში, ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში და მეტაბოლიზმის დაჩქარებაში.

ინგრედიენტები:
  • 1/3 ჭიქა წყალი
  • 1 ჩ.კ გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი
  • 1 საშუალო ზომის კიტრი
  • 1 პატარა კონა ოხრახუში
  • 1/2 ლიმონი

მომზადება:

მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გემოს გაუმჯობესების მიზნით შეგიძლიათ ჩაამატოთ მცირეოდენი თაფლი ან სტევია.

მიირთვით მიღებული სასმელი ყოველ საღამოს, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე.