ეს გოგონა 141 კგ-ს იწონიდა, ხოლო 1 წლის შემდეგ - 57 კგ-ს. აი როგორ შეძლო მან ეს.

ეს გოგონა 141 კგ-ს იწონიდა, ხოლო 1 წლის შემდეგ - 57 კგ-ს. აი როგორ შეძლო მან ეს.
ჟიუსტინ მაკკეიბი - ამ გასაოცარი ისტორიის მთავარი გმირი, რომელიც 31 წლის ასაკში 141 კილოგრამს იწონიდა.

მის წონაზე და ჯანმრთელობაზე რამდენიმე სევდიანმა ისტორიამ უარყოფითი გავლენა იქონია: ქალბატონმა დაკარგა დედა, ხოლო ამ საშინელი მოვლენიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ მისმა ქმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ორი საშინელი მოვლენის შემდეგ ჟიუსტინი თავს ჭამით იმშვიდებდა, რის გამოც ხანმოკლე დროში წონაში რამდენიმე ათეული კილოგრამი მოიმატა.



მოტივაცია გახდომისთვის

ერთ მშვენიერ დღეს ქალბატონმა გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების სტილის შეცვლა და წონის დაკლება, რადგან მას ჭრბცხიმიანობისა და ჭარბწონიანობის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა. ჟიუსტინმა გადაწყვიტა მკაცრი დიეტის დაცვა და ყოველდღიურად სპორტ-დარბაზში სიარული. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება სასარგებლოდ აისახა ქალბატონის ფიგურაზე, მან ამ გზით შეძლო დეპრესიის დამარცხება.



ქალბატონს საკუთარი მიზნის მიღწევაში ასევე ძალიან დაეხმარა ყოველდღიურად ფოტოების გადაღება, რადგან ყოველდღიურად მიღებული შედეგის წინა დღისთვის შედარება მისთვის უდიდესი მოტივატორი იყო. ამ ფოტოებს ჟიუსტინი ''ინსტაგრამში'' აქვეყნებდა, სადაც მან ფიტნეს-ინსტრუქტორი გაიცნო, რომელიც გამუდმებით ამხნევებდა და რჩევა-დარიგებებს აძლევდა მას.



ვიდეო, რომელშიც დეტალურადაა ნაჩვენები, თუ როგორ შეიცვალა ქალბატონის ცხოვრება 1 წელიწადში:



გასაოცარია, არა? ამ ქალბატონის ისტორია მკვეთრად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მონდომებისა და საჭირო მოტივაციის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია!