ნატურალური საშუალება საკვერცხეების პოლიკისტოზის სამკურნალოდ: არანაირი ჰორმონები!

ნატურალური საშუალება საკვერცხეების პოლიკისტოზის სამკურნალოდ: არანაირი ჰორმონები!
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, სამწუხაროდ, უამრავი ქალბატონისთვის ნაცნობი პრობლემაა. არასწორი კვებასა და თანამედროვე მსოფლიოს სტრესულ გარემოს მივყავართ ჰორმონალური ბალანსის დარღვევამდე, რაც ამ პათოლოგიური მდგომარეობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზია.

ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია, კანის მდგომარეობის გაუარესება, არარეგულირებადი მენსტრუაციული ციკლი - ეს იმ უსიამოვნო მოვლენების მცირე ჩამონათვალია, რომელიც თან ახლავს საკვერცხეების პოლიკისტოზს. გინეკოლოგების უმრავლესობა ნიშნავს ჰორმონალურ მკურნალობას მოცემული პრობლემის გადასაჭრელად, თუმცა მკურნალობის ეს მეთოდი გამართლებული და მიზანშეწონილია მხოლოდ მძიმე შემთხვევებში: მაგ, უშვილობის დასაძლევად.

სხვა შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ჰორმონების მიღება, რადგან მკურნალობის ამ მეთოდმა შეიძლება წონის მატებამდე მიგვიყვანოს. საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური ხალხური საშუალებები, რომლებიც ძალიან ეფექტურია მოცემული პრობლემის გადასაჭრელად, თანაც მათთვის გვერდითი მოვლენები არ არის დამახასიათებელი.



როგორ ვუმკურნალოთ საკვერცხეების პოლიკისტოზს

პოლიკისტოზი - ეს არა დაავადება, არამედ სიმპტომია, რომელიც შეიძლება დიდ უსიამოვნებაზე მიგვითითებდეს. ქალბატონებს, რომლებიც პოლიკისტოზისგან იტანჯებიან, შეიძლება აღენიშნებოდეთ ფარისებრი ჯირკვლათან, კუჭქვეშა ჯირკვალთან და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები. ამ ქალბატონებში გაცხიმოვნებისა და უშვილობის განვითარების რისკი საგრძნობლად მაღალია.

საკვერცხეების პოლიკისტოზის მკურნალობა ხალხური საშუალებებით გულისხმობს სამკურნალო მცენარეებისა და ბალახების გამოყენებას, რომლებიც განაპირობებს ჰორმონალური ფონის ნორმალიზაციას. გარდა ამისა, ძალზედ მნიშვნელოვანია საკუთარი კვების რაციონის გაკონტროლება: თქვენ უარი უნდა თქვათ ტკბილეულზე, შაქარზე და ცომეულზე.

ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალბატონებს, რომლებიც საკვერცხეების პოლიკისტოზისგან იტანჯებიან, როგორც წესი, აღენიშნებათ ინსულინის მაღალი დონე სისხლში და მომატებული მგრძნობელობა გლუკოზის მიმართ. ამ დროს დიაბეტის განვითარების რისკი ძალიან მაღალია, რის გამოც რეკომენდირებულია კვების რაციონში გარკვეული ცვლილებების შეტანა.

პიტნის ჩაი ბაყაყურით (შეგიძლიათ შეიძინოთ მწვანე აფთიაქში)

მოამზადეთ ჩაი თანაბარი რაოდენობით პიტნის ფოთლებისა და ბაყაყურას თესლისგან. ჩაანაცვლეთ ყავა ამ სასმელით და თქვენ შეძლებთ ორგანიზმში მამაკაცის ჰორმონების, ანდროგენების რიცხვის შემცირებას. მიირთვით ეს ჩაი ყოველდღიურად 2 თვის განმავლობაში და თქვენი ჰორმონალური ფონი ნორმაში ჩადგება.



მწვანე კაკლის ნაყენი

100 გრამი მწვანე კაკალი დაჭერით 4 ნაწილად, მოათავსეთ ისინი ქილაში, მოაყარეთ 800 გრამი შაქარი და დაასხით 1 ლიტრი არაყი. ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და მიღებული ნარევი დააყოვნეთ 2 კვირით (შეინახეთ ცივ ადგილას). 2 კვირის შემდეგ მიირთვით ეს საშუალება დღეში 3-ჯერ 2 სუფრის კოვზის ოდენობით, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.



მწვანე კაკალი კარგადაა ცნობილი საკუთარი სასარგებლო თვისებების წყალობით. მას შეუძლია ჩვენი ორგანიზმის მწყობრში მოყვანა.

გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება.