როგორ გამოვავლინოთ, შეყვარებულია თუ არა ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშანი

როგორ გამოვავლინოთ, შეყვარებულია თუ არა ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშანი
შანსი ხელიდან რომ არ გაუშვათ, ან უბრალოდ, ინტერესის გამო, FPAPARAZZI გთავაზობთ ექსკლუზიურ ინფორმაციას ზოდიაქოს თითოეული ნიშნის შეყვარებულობაზე.

ვერძი
ამ შემთხვევაში, ბრმაც კი შენიშნავს ამ ნიშნის წარმომადგენელის შეყვარებულობას. ისინი პირდაპირ შუბლში ახლიან ყველაფერს. რა თქმა უნდა, ცოტათი წაითამაშებენ სიყვარულით, ზდრილობისთვის. შემდეგ კი პირდაპირ შემოგთავაზებენ უფრო ახლოს გაცნობის წინადადებას.

კურო
შეყვარებული კურო კამედი ქლაბს ემსგავსება, კარგი გაგებით. ამიტომ, ძნელი გამოსაცნობი არაა - თუ კურო თქვენს გაცინებას ცდილობს, შეგიძლიათ თქვენი შვითაშვილების სახელები მოიფიქროთ. ეს სტრატეგია მართლაც უტყუარია - სიცილი ყველას უყვარს.

ტყუპები
ტყუპებს ლაპარაკი უყვართ, მაგრამ შეყვარებულობის დროს საერთოდ ვერ ჩერდებიან. გამოუცდელი ადამიანი ამ სხვაობას ვერ შეამჩნევს. უტყუარი მაჩვენებელი - თავის ტკივილი იქნება ტყუპებთან ურთიერთობის დროს.

კირჩხიბი
ეშმაკმა უწყის, რას ფიქრობს კირჩხიბი. მზრუნველი? ის მუდამ მზრუნველია. ყურადღებიანი? ეს კირჩხიბის მეორე სახელია. ვერაფერს გაიგებთ, მოკლედ. შეყვარებულია თუ არა, შესაძლოა მმაჩის ბიუროში გამოვლინდეს, როდესაც ის ამბობს ”დიახ”, მარამ მაინც... ეშმაკმა უწყის...

ლომი
შეყვარებული მეფე ყველაფერს გააკეთებს, დედოფლად რომ იგრძნოთ თავი, დაქალები შურით გასკდნენ, მშობლებმა კი სიხარული ვერ დამალონ, ქალიშვილის ბედნიერების გამო. მოემზადეთ ყველანი, მეფე მოდის!

ქალწული
შეყვარებული ქალწული - ეს გახლავთ არქეტიპული შეყვარებული, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში, ყინვაში, სიგარეტით ხელში დგას და ფანჯარაში სატრფოს სილუეტს ეძებს. ამასთან, რაციონალურად ფიქრობს - საკმარისად კარგია ეს სილუეტი, თუ არა, სისუფტავეა ნეტავი მის სახლში, თუ არა? თუ ყველა კითხვაზე პასუხს იპოვის, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მიადგება სასურველ ობიექტს.

სასწორი
მსოფლიოს საუკეთესო მარკეტოლოგებს შეშურდებათ შეყვარებული სასწორის. საქონლის ყიდვის შეთავაზების ნაცვლად (საკუთარი თავის), უბრალოდ აცხადებენ, რომ ეს საუკეთესო საქონელია და თავად აარჩია. ლამაზ ზღაპრებს მხოლოდ საუკეთესო ღვინის თანხლებით მოგიყვებათ, და საკმარისია, ოდნავ დანებდეთ...

მორიელი
შეყვარებულ მორიელს მზერა ”ჰყიდის”. ამ თვალებში ყველაფერს ნახავთ: სევდას, სიხარულს, ოცნებას, სიყვარულს, სურვილს... მას არ უყვარს უაზრო საუბრები, და ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ ბრძოლის ველის საკუთარ ტერიტორიაზე, ანუ... საძინებელში.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი არ დაატრიალებს ინტრიგას და ზღურბელთანავე გეტყვით: ”გამომყევი ცოლად, რატომ უნდა დავკარგოთ დრო”. და სანამ მოფიქრებას მოასწრებთ, იყიდის ჯვრისწერის ბეჭდებს, შეუკვეთავს რესტორანს, მივა თქვენს მშობლებთან და მოგიწევთ მერე ახსნა, რატომ არ გინდა ამ მშვენიერ ბიჭს გაჰყვე ცოლად. მაგრამ დაივიწყეთ უარი, შეყვარებული მშვილდოსანი უბრალოდ, არ შეგეშვებათ.

თხის რქა
შეყვარებული თხის რქა საძინებელში კი არ შეგათრევთ, იმეგობრებს თქვენთან. ის დაელოდება, როდის მოდუნდებით, ყველა საიდუმლოს დაგაცდენთ და მხოლოდ ამის შემდეგ შემოგთავაზებთ გახდას, ან თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა. მოკლედ, თუ თხის რქა თქვენი განქორწინების დეტალებით ინტერესდება, მას სერიოზული გეგმები აქვს.

მერწყული
ყველაფერი იწყება უწყინარი ”ბიბლიოთეკის გზას ხომ ვერ მიმასწავლით?”, შემდეგ კი... დილით ხვდებით, რომ უცხო საძინებელში ხართ, სწორედ იმ წიგნების მოყვარულთან. მერწყული, რა თქმა უნდა, დაგპირდებათ, რომ დაგირეკავთ, მაგრამ სამუდამოდ გაქრება. ასე მხოლოდ ის მერწყული იქცევა, რომელიც შეყვარებული არაა. შეყვარებული კი, ცხოვრებას დაგინგრევთ, რათა თავადვე გამოასწოროს ყველაფერი.

თევზები
შეყვარებული თევზები მთელ სოციალურ ქსელს მოსდებენ თავიანთ გრძნობებზე. ნაცნობებს, ვისაც ფეისბუქ-გვერდი არ აქვს - დაურეკავენ, ვისაც ტელეფონი არ აქვს - წერილებს მისწერენ. შემდეგ რაიმე გმირობას ჩაიდენს, ისტორიას თქვენი სახელი რომ შემორჩეს. შედეგად კი ალკატრასში მოხვდება, გადასცურავს ოკეანეს და მოგადგებათ ყვავილებითა და ლექსებით. მოკლედ, თუ თევზებს შეუყვარდით, ამას ნამდვილად მიხვდებით.