გამოიჩინეთ სიფრთხილე დაფასოებული წვენების შეძენისას. საშიშროება, რომელიც მათში იმალება

გამოიჩინეთ სიფრთხილე დაფასოებული წვენების შეძენისას. საშიშროება, რომელიც მათში იმალება
თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვიყიდია წვენები მსგავსი შეფუთვით, თუმცა სინამდვილეში, ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, თუ რამდენად საზიანო გავლენა აქვს მათ ჩვენს ჯანმრთელობაზე. შემთხვევა, რომელსაც დღეს მაგალითად მოვიყვანთ, ამაში დაგარწმუნებთ.

დაფასოებული წვენები

ამ პატარა გოგონამ ცუდად იგრძნო თავი მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ასეთი წვენი მიირთვა. უკვე საღამოსთვის მას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი თავბრუსხვევა აღენიშნებოდა, რის გამოც გოგონა დაუყონებლივ ერთ-ერთ ადგილობრივ საავამყოფოში გადაიყვანეს.


გამოიჩინეთ სიფრთხილე დაფასოებული წვენების შეძენისას. საშიშროება, რომელიც მათში იმალება

მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ დედას გაახსენდა, რომ მისმა ქალიშვილმა ცუდად გახდომამდე რამდენიმე წუთით ადრე დაფასოებული წვენი მიიღო და მისი გემოთი ნასიამოვნები არ დარჩა. შეფუთვის გაჭრის შემდეგ დედა საკუთარ გაოცებას ვერ მალავდა: წვენის შეფუთვა ნახევრად ობითა და ლორწოვანი გარსით იყო დაფარული.




სამწუხაროდ, ეს შემთხვევა მსგავის დაფასოებული წვენებით მოწამვლის პირველი მაგალითი არ არის. წვენებში ობისა და ლორწოს წარმოქმნის მთავარი და ერთადერთი მიზეზი შეფუთვის დაძიანებაა. თუ შეფუთვას მიკრობზარი უჩნდება, მასში ჰაერი ხვდება, რაც თავის მხრივ ობის წარმოქმნას განაპირობებს.

სწორედ ამიტომ, დიდი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო ამ დაფასოებული წვენების შეძენისას.