4 ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელიც შავ წერტილებს თვალის დახამხამებაში გვაშორებს!

4 ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელიც შავ წერტილებს თვალის დახამხამებაში გვაშორებს!
შავი წერტილები სახის კანზე - პრობლემა, რომელიც თითოეულ ადამიანს აწუხებს. საბედნიეროდ, არსებობს უამრავი მეთოდი, რომელიც ამ პრობლემის დავიწყებაში გვეხმარება, თუმცა თითოეული მათგანი ეფექტურობით ნამდვილად არ გამოირჩევა. მეტიც, ზოგიერთ მსგავს მეთოდს დიდი ზიანი მოაქვს ჩვენი სახის კანისთვის.

''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ალტერნატიულ მეთოდს, რომელიც გამოირჩევა ეფექტურობით ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად, თანაც არ მოაქვს ზიანი ჩვენი კანისთვის. გარდა შავი წერტილების მოშორებისა, თითეული ეს საშუალება დაგეხმარებათ კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

კვერცხის ცილა

4 ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელიც შავ წერტილებს თვალის დახამხამებაში გვაშორებს!

კვერცხის ცილა - ფანტასტიკური მეთოდი კოსმეტოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად.

ძალიან ეფექტური საშუალება, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, შედგება ორი ინგრედიენტისგან: კვერცხის ცილა და ქოქოსის ზეთი.

შეურიეთ ერთი კვერცხის ცილა 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთში და კარგად მოურიეთ. მიღებული საშუალება წასივით სახის კანზე, მოითმინეთ 5-10 წუთით და მას შემდეგ, რაც ნიღაბი ბოლომდე გაქრება, ჩამოიბანეთ ის თბილის წყლით. წაისვით დამატენიანებელი კრემი.

რძე და თაფლი



თაფლი - ძალიან სასარგებლო პროდუქტი კანისთვის. რაც შეეხება რძეს, ის არაჩვეულებრივია აკნესა და კანის სიმშრალის წინააღმდეგ საბრძოლველად.

გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი 1 ჩაის კოვზ თბილ რძეში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული საშუალება წასივით სახის კანზე, გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თაფლი და დარიჩინი



კიდევ ერთი გასაოცარი რეცეპტი, რომელიც შავ წერტილებს სახის კანიდან თვალის დახამხამებაში გვაშორებს. შეურიეთ ერთმანეთში 1/4 ჩაის კოვზი დარიჩინი და მცირეოდენი თაფლი. მიღებული მასა წაისვით სახის კანის ზედაპირზე, გაიჩერეთ 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

გააქტივებული ნახშირი



თითოეულმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, თუ რამდენად სასარგებლოა გააქტივებული ნახშირი მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების დროს. ცნობისთვის, ეს საშუალება არაჩვეულებრივია ჩვენი სახის კანისთვისაც.

დაფქვით გააქტივებული ნახშირის 1-2 აბი, დაასხით მას 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და დაამატეთ ამავე რაოდენობით უცხიმო იოგურტი, კარგად გადაურიეთ.

მიღებული ერთგვაროვანი მასა წაისვით სახის კანზე, გაიჩერეთ 15-20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ამოირჩიეთ ზემოთ მოცემული მეთოდებიდან სასურველი და მიმართეთ მას ყოველდღიურად დახმარებისთვის სასურველი შედეგის მიღებამდე.