უდიდესი პოლიტიკოსები და მათი ზოდიაქოს ნიშანი

უდიდესი პოლიტიკოსები და მათი ზოდიაქოს ნიშანი
გაიგეთ, თუ რომელი ისტორიული პიროვნება დაიბადა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ და მათი პოლიტიკური მოღვაწეობის თავისებურებანი.

ვერძი
კატეგორიულები ყველაფერში, არ ნებდებიან არაფრის წინაშე და ყოველთვის წინ მიიწევენ. არ ეგუებიან კომპრომისებს. არასოდეს ეცადოთ ვერძის გადარწმუნება, ეს შეუძლებელია. ხშირად ასეთი სიჯიუტე ვიწრო თვალსაწიერით არის გამოწვეული.

პოლიტიკოსები: ბისმარკი, ხრუშოვი, ჩერნომირდინი, კოლი.

კურო
ასეთი პოლიტიკოსები კარდინალური ცვლილებებით არიან შეპყრობილი. მათი უშიშრობა მთელ დედამიწას აზანზარებს, რეფორმების შედეგების დალაგებას კი ათწლეულები უნდება. აუხსნელია, მაგრამ მიწის კონსერვატიული ნიშანი მოავლენს სამყაროს ასეთ ულმობელ და რადიკალურ პოლიტიკოსებს.

პოლიტიკოსები: რობესპიერი, ლენინი, ჰიტლერი, ჰუსეინი, ჟირინოვსკი.

ტყუპები
ამ ნიშნის წარმომადგენელი პოლიტიკოსები კი ქვეყანას აყვავებენ, ამაში მათ კომუნიკაბელურობა და სწრაფი აზროვნება ეხმარება. მოწინააღმდეგეზე გამარჯვებას რთულ სიტუაციებში, არაერთხელ უხსნია მსოფლიო ლიდერები.

პოლიტიკოსები: პეტრე l, იური ანდროპოვი, ბენაზირ ბჰუტო.

კირჩხიბი
მოქმედების სიფრთხილესა და მრჩეველების აზრის გათვალისწინებას არაერთხელ უხსნია ქვეყნები გადატრიალებისგან. თანმიმდევრული რეფორმების პოლიტიკა დადებითად ზემოქმედებს. ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, რომ არავითარი ქმედება არ ხდება, მაგრამ ამასთან ქვეყანა ვითარდება.

პოლიტიკოსები: გარიბალდი, გრომიკო, ნაზარბაევი.

ლომი
თავად ნიშანი მეტყველებს იმაზე, რომ მათ მფარველობა და პოლიტიკოსობა უწერიათ. ლომებმა იციან თავის წარმოჩენა და ამტკიცებენ, რომ მათზე უკეთესი მეფე მსოფლიოში არ არსებობს. ხელისუფლებაში მოსვლისას, ისინი პირველ რიგში ხალხს აქცევენ ყურადღებას და უხვად აჯილდოვებენ ასეთი არჩევანის გაკეთებისთვის. ამის მიუხედავად, ლომები აბსოლუტურ მონარქიასა და სრულ კონტროლზე ოცნებობენ. უმოწყალონი არიან თავიანთი და ქვეყნის მტრების მიმართ.

პოლიტიკოსები: ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონ ბონაპატრი, ბოლივარი, მუსოლინი, რაჯივ განდი, კლინტონი.

ქალწული
მიუხედავად იმისა, რომ ამ ნიშნის ქვეშ უამრავი პოლიტიკოსია დაბადებული, ყველა მათგანი მეორე ხარისხის პოლიტიკოსი იყო (მიახლოვებული ლიდერთან). ისინი ერთგულები არიან და სურთ პრობლემის არსს ჩაწვდნენ - იდეალური დამხმარეები.

პოლიტიკოსები: ივანე მრისხანე, რიშელიე, კეისარი, კუტუზოვი, ძერჟინსკი.

სასწორი
როგორც მოსალოდნელია, ისინი ძალიან გაწონასწორებული პოლიტიკოსები არიან. არასოდეს მოქმედებენ დაუფიქრებლად და სპონტანურად. ხანდახან ასეთი სინელე ავნებს, განსაკუთრებით, ომის დროს, როდესაც გადაწყვეტილებები ელვის სისწრაფითაა მისაღები. თუ სასწორებს დანამდვილებით სწამთ თავიანთი იდეების, მათი შეჩერება შეუძლებელია.

პოლიტიკოსები: მაჰათმა განდი, მაგრაგერ ტეტჩერი, დიმიტრი დონსკოი.

მორიელი
აბსოლუტური ინდივიდუალისტები, უყვართ მარტო მუშაობა თანამშრომლობისა და დახმარების გარეშე. ეს პოლიტიკოსები ორ ნაწილად იყოფა: ან დამანგრეველი რევოლუციონერები, ან თვითგვემის მოყვარულები, რომლებიც ხალხის ყველა უბედურებას საკუთარ თავს აბრალებენ.

პოლიტიკოსები: ტროცკი, ჰებელსი, შარლ დე გოლი, პრიმაკოვი.

მშვილდოსანი
ეს პოლიტიკოსები სამართლიანობისთვის მებრძოლნი არიან გლობალური მასშტაბით. მშვიდობიან დროსაც კი მხედართმთავრის მკვეთრი თვისებების მატარებელნი არიან, ბრძოლისთვის მუდამ მზადყოფნაში. მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან და სახელმწიფოსთვის ნამდვილი აღმოჩენა ხდებიან. ძალაუფლებისკენ ისევე იღწვიან, როგორც ლომები, უყვართ სხვადასხვა სტრუქტურების ხელმძღვანელობა, და როდესაც ძალაუფლებას კარგავენ - ცხოვრების ინტერესიც უქნებათ.

პოლიტიკოსები: სუვოროვი, ბლუჰერი, სტალინი, ბრეჟნევი.

თხის რქა
უდავოდ, ნიჭიერი პოლიტიკოსები არიან, მუდამ ჩრდილში იმყოფებიან, საიდანაც მართვა მეტად კომფორტულია. სწორი და შორსმჭვრეტელი გათვლები ეხერხებათ. მათგან არაჩვეულებრივი მრჩეველები გამოდის. არასტანდარტულ სქემებს და სვლებს გეგმავენ. მთავარია, რომ მათი მიზნები ხალხის საკეთილდღეო იყოს, რადგან თხის რქა-პოლიტიკოსები დიდი ჰუმანურობით არ გამოირჩევიან.

პოლიტიკოსები: ალექსანდრე l, ადენაუერი, ლლოიდ ჯორჯი, პერეს დე კუელიარი.

მერწყული
პოლიტიკოსი-მერწყულები შეიძლება იყვნენ როგორც ჰუმანისტები, ასევე, ჯამბაზები პოლიტიკურ არენაზე. მათ არ ჰყოფნით ინტელექტი, მაგრამ ზედმეტად აქვთ პოლიტიკური ნებისყოფა. ამიტომაც, მათი მმართველობის შედეგი შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს, წარმატებული წინსვლით დაწყებული, საშინელი კრახით დამთავრებული. მათი მმართველობა გარემოცვაზეა დამოკიდებული, მერწყულის დარწმუნება ამა თუ იმ საკითხში, ძალზედ იოლია. ისინი სხვის თამაშში პაიკები ხდებიან, და როდესაც დრო მოდის, მათი ტახტიდან გადაგდება ადვილია.

პოლიტიკოსები: ლეიტენანტი შმიდტი, ვოროშილოვი, რეიგანი, ჩაპაევი, ელცინი.

თევზები
თევზები - გაუგებრობა-პოლიტიკოსები არიან, ისინი აოცებენ საზოგადოებას პოლიტიკაში უკვე მათი გამოჩენის თავად ფაქტით. ხალხი ვერ ხვდება, როგორ მოახერხეს მათ, რომლებსაც არ გააჩნიათ სათანადო თვისებები, მიეღწიათ ასეთ სიმაღლეებს. პოლიტიკაში მხოლოდ ისეთი თევზები ხვდებიან, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ ისტორიულ გადამწყვეტ მომენტში სათავისოდ გამოიყენონ სიტუაცია. მათი მმართველობისას ქვეყანაში არავითარი წინსვლა და განვითარება არ შეინიშნება.

პოლიტიკოსები: ვაშინგტონი, გორბაჩოვი, კრუპსკაია.