10 გასაოცარი ხრიკი, რომელიც სახლში იდეალური სისუფთავის დაწესებაში დაგეხმარებათ

10 გასაოცარი ხრიკი, რომელიც სახლში იდეალური სისუფთავის დაწესებაში დაგეხმარებათ
თითოეულ სახლში არის უამრავი ისეთი ადგილი, რომელიც დიდ ყურადღებასა და ძალისხმევას მოითხოვს სისუფთავისთვის.

როგორ გავასუფთავოთ რთულად მისაწვდომი ადგილები სახლში

1. ჟალუზები
ჟალუზების გასუფთავება ძალზედ მარტივადაა შესაძლებელი, თუ ხელზე უბრალო წინდას წამოიცვამთ. თუ მტვერი მაინც არ შორდება, დაასველეთ წინდა ძმრის წყალხსნარში (გახსენით ძმარი და წყალი ერთმანეთში თანაფარდობით 1:1).



2. აბაზანა
ობის მოშორება აბაზანიდან მარტივადაა შესაძლებელი ცელულოზის ბამბის დახმარებით, რომელიც წინასწარ გამათეთრებელშია ჩალბობილი. გაასუფთავეთ ცელულოზის ბამბით აბაზანის კუთხეები და დატოვეთ მთელი ღამით. დილით ჩამორეცხეთ გამათეთრებლის ნარჩენები.



3. უჯრების ორგანიზება
არასდორს იჩქაროთ კვერცხის სათავსოების გადაყრა, რადგან მათი დახმარებით უჯრების ორგანიზება ძალზედ ორიგინალურადაა შესაძლებელი.



4. უნიტაზი
უნიტაზის გაპრიალება ძალზედ მარტივადაა შესაძლებელი კოკა-კოლის დახმარებით. უბრალოდ ჩაასხით ის უნიტაზში, გააჩერეთ 1 საათით და შემდეგ რამდენჯერმე ჩარეცხეთ.

10 გასაოცარი ხრიკი, რომელიც სახლში იდეალური სისუფთავის დაწესებაში დაგეხმარებათ

5. ონკანის გაპრიალება
ონკანის გაპრიალება ძალზედ მარტივადაა შესაძლებელი ლიმონის დახმარებით. უბრალოდ გაჭერით ლიმონი და მისი რბილობით გააპრიალეთ ონკანი. ის სისუფთავისგან იბზინებს!



6. მიკროტალღური ღუმელი
იმისათვის, რომ გაწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი ჩამჯდარი ჭუჭყისგან, აავსეთ ჭიქა 1 ნაწილი წყლით და 1 ნაწილი ძმრით. შედგით მიღებული ხსნარი მიკროტალრღურ ღუმელში და ჩართეთ ის 5 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ გამოდგით ჭიქა ღუმელიდან და გააპრიალეთ მისი ზედაპირი უბრალო ქსოვილით ან ღრუბლით.



7. მაცივრის თაროები
სტრეჩი (საკვების პლიონკა) დაგეხმარებათ მაცივრის თაროებისთვის სისუფთავის შენარჩუნებაში, რადგან მას გამოცვლით ნებისმიერ დროს ან უბრალოდ მარტივად გაწმენდთ ნებისმიერი ქსოვილის დახმარებით.


8. გაზქურის ბადე
მიმწვარი ცხიმის მოშორება გაზქურის ბადიდან მარტივადაა შესაძლებელი ნიშადურის სპირტის დახმარებით. მოათავსეთ ბადე პლასტიკურ ტომარაში და ჩაამატეთ მასში 2-3 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი. 12 საათის შემდეგ გარეცხეთ ბადე ჩვეული წესით.



9. ავტომობილის ვენტილატორი
წამოაცვით ჯოხზე ღრუბელი, დაასველეთ ის მცირეოდენი ძმრით და გაწმინდეთ ამ ღრუბლის დახმარებით ავტომობილის ვენტილატორი.



10. ხალიჩა
გამოიყენეთ უთო, ფანჯრების საწმენდი სითხე და პატარა ნაჭერი ქსოვილი ხალიჩიდან ჩამჯდარი ლაქების ამოსაყვანად. შეაშხურეთ ლაქას საწმენდი სითხე, დააფინეთ მას ზემოდან ქსოვილი და დაადეთ რამდენიმე წამით ცხელი უთო. ლაქა უკვალოდ გაქრება.



ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება!