რას ნიშნავს სიყვარული ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

რას ნიშნავს სიყვარული ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
და მაინც, რა არის სიყვარული თითოეული ჩვენთაგანისთვის?

ვერძი
ვერძისთვის სიყვარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომაც ის ამ გრძნობას ინსტინქტურად ელოდება და სიხარულით იღებს. ვერძი მოითხოვს სიყვარულს, მის გარეშე უბრალოდ ჭკნება. მარტოდ დარჩენის შიში მას პანიკაში აგდებს. აუცილებლად შეახსენეთ მას, რომ ზამთარს აუცილებლად გაზაფხული მოჰყვება.

კურო
კურო საჭიროებს ფიზიკურ კონტაქტს მათთან, ვინც უყვარს - შეხებებს, ამბორს, ხვევნას. მათთვის სიყვარული ფიზიკური მიჯაჭვულობაა, ადვილად გასაცემი და მისაღები. კურო ამ გრძნობისგან სიამოვნებასა და ბედნიერებას ელის, მაგრამ არ ცდილობს გააანალიზოს მისი ჭეშმარიტი ფასეულობა და მნიშვნელობა.

ტყუპები
ტყუპებისთვის სიყვარული არც თუ ისე მნიშვნელოვანია. ისინი მას საჭიროებენ, მაგრამ ჰორიზონტზე ჩნდება მეტად ამაღელვებელი, ვიდრე სიყვარული. სიყვარული არამხოლოდ ჩუქნის სიამოვნებას, არამედ ბოჭავს კიდეც. და როდესაც ეს მათ თავისუფლებას ზღუდავს, ტყუპები ივიწყებენ ყველაფერს და გარბიან. სამყარო ხომ აღსავსეა უამრავი ცდუნებებითა და სიამოვნებით.

კირჩხიბი
თავდაუჯერებელი და სენტიმენტალური კირჩხიბებისთვის სიყვარული ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მათთვის ეს ცნება გაიგივებულია სახლთან და ემოციურ უსაფრთხოებასთან. სიყვარულის მოთხოვნილება იმდენად დიდია, რომ კირჩხიბები მას ცხარე ცრემლებითა და უაზრო ხარხარით ნიღბავენ. ხვალინდელ დღეზე ფიქრი მელანქოლიაში აგდებთ. თუ მას ნაზად არ მოექცევით, საკუთარ თავში ჩაიკეტება.

ლომი
ლომისთვის სიყვარული სილამაზის იდეალების განხორციელებაა. ლომი შეყვარებულია სიყვარულში და საკუთარ თავზე. გასცემს უხვად ამ გრძნობას, და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ლომი ელის დაფასებას და პატივისცემას საყვარელი ადამიანებისგან და თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, თუ სიყვარული მის დამორჩილებას მოითხოვს.

ქალწული
ქალწულისთვის სიყვარული საკუთარ ”მე”-ზე უარის თქმას ნიშნავს, საიდუმლოს, რომლის გაგებაც არ სურს. ასე რომ, ის ენერგიას სამსახურზე მიმართავს. ამ ნიშნით დაბადებულებს შეუძლიათ ერთგულება და სინაზის გამოხატვა, თუმცა სიყვარულის ნამდვილი არსი მათთვის უცნობია.

სასწორი
სასწორისთვის სიყვარული გონებისა და გულის კავშირია, არც მგზნებარე და არც ისე ცივი - ოქროს შუალედი. სასწორის სენტიმენტალური, მაგრამ პრაქტიკული არსი ინსტიქტურად ეძებს ადამიანს, რომელთანაც შეუძლია ლოგინისა და საქმიანი ინტერესების გაზიარება. მას უჭირს სიყვარულში პარტნიორის მოძებნა - დიდ ხანს წონის პლიუსებსა და მინუსებს, რთულად იღებს გადაწყვეტილებას.

მორიელი
მორიელისთვის სიყვარული ყოვლისმომცველი ცეცხლია. სურვილებითა და დამარცხების შიშით შეპყრობილი მორიელი თავდაუზოგავად ცდილობს, მოირგოს სიყვარულის სულერი და ფიზიკური ვიბრაციები, მაგრამ ამ სურვილის დაოკება კიდევ უფრო აძლიერებს წყურვილის გრძნობას. მორიელი სიყვარულში მიმნდობი არაა, მაგრამ ერთხელ თუ ირწმუნა, მისი ერთგულება სამუდამო იქნება.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი სიყვარულში იდეალისტია. მას სჭირდება ან ყველაფერი, ან არაფერი. ამიტომაც მშვილდოსანს რეალობა გულს ატკენს. მას თავში აზრად არ მოსდის, ეძიოს სიყვარული იქ, სადაც ის ნამდვილად იმალება - მის გულში.

თხის რქა

თხის რქისთვის სიყვარული - თავაზიანობის მშვიდი და ვალდებულებების გარეშე გაცვლა-გამოცვლაა. ის აცნობიერებს, რომ ეს გრძნობა არამხოლოდ ემოციების ქარცეცხლია. სიამოვნებას ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე იღებს და არ სცნობს შეზღუდვებს. თუმცა, შემდეგ ამას მწარედ ინანიებს. შედეგად კი სულიერი კეთილშობილება იმარჯვებს და ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

მერწყული
მერწყულისთვის სიყვარული შეუცნობი რამაა, რომელიც უნდა გამოიკვლიო და დატკბე მისით. და ამ პროცესში ის გაუფრთხილებლად ანგრევს სიყვარულს - ერევა მეგობრობაში. ფიზიკური სიამოვნება მასში ემოციურ სიცარიელეს ტოვებს, რადგან საყვარელ ადამიანთან ვერ იზიარებს ერთად ყოფნის იდუმალებას.

თევზები
თევზებისთვის სიყვარული თავდადებაა, პარტნიორის სურვილების დამორჩილება. ის ჩვეულია მეტი გასცეს, ვიდრე მიიღოს, ემსახუროს და არა ბრძანება გასცეს. ამასთან, ფრთხილ თევზს ეშინია ანკესზე არ წამოეგოს და საკუთარი თავი ვალდებულებებს დაუკავშიროს. და თუკი ის არ შეუშინდება ტკივილს, რომელიც სიყვარულს მოაქვს, უხვად დასაჩუქრდება სიყვარულის მაგიით.