მაფინები 3 ინგრედიენტით - უგემრიელესი დესერტის უმარტივესი რეცეპტი
fpaparazzi მარტივი დესერტის კიდევ ერთ რეცეპტს გთავაზობთ... სულ 3 ინგრედიენტისგან მომზადებული მაფინები მართლაც უგემრიელესია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ბანანი 2 ცალი
- კვერცხი 4 ცალი
- კენკრა გემოვნებით
მომზადების წესი:
- გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე. დაჭყლიტეთ ბანანი ჩანგლით, დაუმატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ.
- წაუსვით ფორმებს ზეთი, თითოეულში ჩაყარეთ რამდენიმე ცალი სასურველი კენკრა (ჟოლო, მარწყვი, მოცხარი ან სხვა...).
- დაასხით კვერცხისა და ბანანის მასა. გარწმუნებთ, არ გამოგივათ ბანანის ომლეტი, პირიქით. გამოვა ჩვეულებრივი ფუმფულა მაფინები - თანაც ფქვილის გარეშე.
გემრიელად მიირთვით!