როგორ გავიწმინდოთ არტერიები 1 თვეში: სასმელი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია!

როგორ გავიწმინდოთ არტერიები 1 თვეში: სასმელი, რომელიც თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია!
ზედმეტად ცხიმიანი საკვები, განსაკუთრებით კი ცხოველური წამომავლობის, რამდენჯერმე ამაღლებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ქოლესტერინი ილექება სისხლძარღვებისა და არტერიების კედლებზე, რის შედეგადაც ფერხდება სისხლის მიმოქცევა, რასაც თავის მხრივ უამრავ პრობლემამდე მივყავართ.

სწორედ ასე ვითარდება ათეროსკლეროზი - დაავადება, რომელსაც მივყავართ ინფარქტამდე ან ინსულტამდე. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ეს საშინელი მოვლენა, აუცილებელია რეგულარულად სისხლძარღვების გასაწმენდი პროცედურების ჩატარება. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ მარტივ მეთოდს, რომელიც ამ პრობლემას სულ რაღაც 1 თვეში გაუმკლავდება.

ხალხური საშუალება სისხლძარღვების გასაწმენდად

ინგრედიენტები:
  • 2 ჩ.კ გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი
  • 100 გ ქიშმიში
  • 4 ჩ.კ მწვანე ჩაი
  • 1 ლ წყალი
  • 2 ს.კ თაფლი

მომზადება და გამოყენება:

  1. აადუღეტ წყალი, ჩაყარეთ მასში 100 გრამი ქიშმიში და განაგრძეთ დუღილი 10 წუთის განმავლობაში.
  2. გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან, ჩაამატეთ 4 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი და 2 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი. მიღებული ნარევი მოათავსეთ მინის ქილაში, მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში.
  3. მეორე დილით გაფილტრეთ ნარევი და ჩაამატეთ მასში 2 სუფრის კოვზი თაფლი. მიირთვით 150-200 მლ ეს სასმელი ყოველდღიურად ჭამამდე 30 წუთით ადრე. სისხლძარღვების გასაწმენდი ეს კურსი უნდა ჩაიტაროთ 1 თვის განმავლობაში.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიცვათ თავი ათეროსკლეროზის განვითარებისგან, მაქსიმალურად მოერიდეთ ცხიმიან საკვებს, გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულითა და ბოჭკოების შემცველი პროდუქტებით. გისურვებთ ჯანმრთელობას!