ყველაზე ლამაზი ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე ლამაზი ზოდიაქოს ნიშნები
იცით, რომ ჩვენს გარეგნობას ზოდიაქოს ნიშნები განსაზღვრავენ? fpaparazzi გაგაცნობთ, რომელი ნიშნები არიან გამორჩეული თავისი სილამაზითა და შარმით.

ვერძი
ვერძი ქალი არავის ტოვებს გულგრილს- ძნელია ისინი არ შეამჩნიონ ან არ დაგამახსოვრდეთ.
ლამაზმანი, რომლებიც ამ ნიშნით დაიბადა- სელენ დიონი.

ურო
კურო ქალს გასაოცარი მიმზიდველობა და სინაზე აქვს, რასაც პირველივე ნახვის შემდეგ ამჩნევენ მამაკაცები-ისინი მხოლოდ წლებისა და სტაბილური ურთიერთობების შემდეგ ხვდებიან, რომ ამ სინაზის მიღმა ძალიან ძლიერი ფსიქიკისა და ნერვების მქონე ადამიანები ჰყავთ გვერდით.
ლამაზმანები, რომლებიც ამ ნიშნით დაიბადნენ- რენე ზელვეგერი, უმა თურმანი, პენელოპა კრუსი

ტყუპი

ტყუპის გარეგნობა გაგაოცებთ- ისინი ერთ დღეს შეიძლება მოვლილი და გაზრდილი ფრჩხილებით, შეღებილი ტუჩებითა და დაგრძელებული წამწამებით ნახოთ, ხოლო მეორე დღეს სრულიად მოკრძალებული გოგონა წარსდგეს თქვენს წინაშე. ტყუპის გარეგნობა საკმაოდ სპეციფიურია- ერთნი თუ ჭკუას კარგავენ მასზე, მეორენი საერთოდ არ იმჩნევენ.
ლამაზმანები, რომლებიც ამ ნიშნით დაიბადნენ- ანჯელინა ჯოლი, ნიკოლ კიდმანი, მერილინ მონრო

კირჩხიბი
კირჩხიბი ქალების სილამაზე შესაძლოა ერთი ნახვით თვალში არ მოგხვდეთ, მაგრამ თუკი მის ფარულ სილამაზეს შეამჩნევთ, კირჩხიბ ქალს ცხოვრების ბოლომდე არ გაუშვებთ ხელიდან.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებში თავმოყრილია არაჩვეულებრივი საყვარლისა და მზრუნველი დედის თვისებები.
ლამაზმანი, რომელიც ამ ნიშნით დაიბადა- ჟანა ფრისკე.

ლომი
ლომ ქალებს გასაოცარი აურა და გარეგნული მიმზიდველობა აქვთ. ისინი სწრაფად ექცევიან მამაკაცების ყურადღების ცენტრში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი შინაგანი სამყარო იდეალურთან მიახლოებულიც კი არ არის.
ლამაზმანები, რომლებიც ამ ნიშნით დაიბადნენ- სანდრა ბალოკი, შარლის ზეტონი, ჯენიფერ ლოპესი.

ქალწული
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები თავად ქმნიან საკუთარ სილამაზეს. შესაძლოა ისინი გარეგნული სილამაზით არ ბრწყინავდნენ, მაგარამ დეტალებითა და იმიჯით ძალიან მიმზიდველი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებენ. მათ ძალიან კარგი გემოვნება აქვთ და მუდამ მოდურად აცვიათ.
ლამაზმანები, რომლებიც ამ ნიშნით დაიბადნენ- სელმა ჰაიეკი, სოფი ლორენი, კამერონ დიასი

სასწორი
სასწორ ქალებს არაამქვეყნიური სილამაზე და ნაკვთები აქვთ. ბუნებამ განსაკუთრებით დააჯილდოვა ისინი გასაოცარი სილამაზით. ისინი თამამად ხვდებიან ყველაზე ლამაზი ქალების ტოპ სამეულში.
ლამაზმანები, რომლებიც ამ ნიშნით დაიბადნენ- კეტრინ ზეტა ჯონსი, ქეით უისლენდი, მონიკა ბელუჩი.

მორიელი
ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ძნელია უწოდო ულამაზესები, თუმცა თავად ისინი თავს ნამდვილ სრულყოფილებად თვლიან.
მორიელებს არაჩვეულებრვი მიზიდულობის გრძნობა აქვთ, ამიტომ მათი პარტნიორისთვის ხშირად ეს არის მთავარი.
ლამაზმანები, რომლებიც ამ ნიშნით დაიბადნენ- ჯულია რობერტსი, სოფი მარსო, დემი მური.

მშვილდოსანი
მშვილდოსან ქალებს კაცები ისეთ რამეებს პატიობენ, რომ თავადაც ვერ იჯერებენ. მათ აქვთ სილამაზე, სიბრძნე, სულიერება... მოკლედ ის ყველაფერი რაც საშუალებას და უფლებას აძლევს
მათ მამაკაცით მანიპულირება მოახდინონ.
ლამაზმანები, რომლებიც ამ ნიშნით დაიბადნენ- მილა იოვოვიჩი, სკარლეტ იოჰანსონი

თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს არასტანდარტული გარეგნობა აქვთ, თუმცა თავად თხის რქებს დიდად არ ანაღვლებთ რას ფიქრობენ მათზე გარშემომყოფები. ისინი სხვა მიზნებზე არიან ორიენტირებულები და სულ სხვა პრიორიტები აქვთ ცხოვრებაში.
ლამაზმანები, რომლებიც ამ ნიშნით დაიბადნენ- ვანესა პარადი, მარლენ დიტრიხი.

მერწყული
მეწყული ქალები ძალიან ლამაზები არიან. ისინი არა მარტო გარეგნულად, არამედ შინაგანადაც ანათებენ. როგორც წესი, მერწულებს კარგი სახის კანი აქვთ და ამით ისინი ძალიან ამაყობენ.
ლამაზმანები, რომლებიც ამ ნიშნით დაიბადნენ- ვერა ბრეჟნევა, ჯენიფერ ენისტონი, პერის ჰილტონი.

თევზები
თევზი ქალებიც რადიკალურად განსხვავებულები და ლამაზები არიან ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ისინი არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ იდუმალებითაც იზიდავენ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს.
ლამაზმანები, რომლებიც ამ ნიშნით დაიბადნენ- ჯენიფერ ლავ ჰიუტი, ევა ჰერციგოვა, დრიუ ბერიმორი.