აი რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ თაფლისა და ნივრის ნარევს მიირთმევთ.

აი რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ თაფლისა და ნივრის ნარევს მიირთმევთ.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი ნიორია. ჩვენ ყოველდღიურად ვამზადებთ კერძებს ამ სასარგებლო ინგრედიენტის გამოყენებით, თუმცა საუკეთესო გზა მისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან ასარიდებლად, არტერიული წნევისა და სისხლში ქოლესტერინის შესამცირებლად ნივრის თაფლთან ერთად მირთმევაა.

ნიორი წმენდს ჩვენს ორგანიზმს მიკრობებისგან და პარაზიტებისგან, ამცირებს დიაბეტისა და სიმსივნის განვითარების რისკს. ამ პროდუქტის მიღებამდე დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ალერგია მასზე.

როგორ მივიღოთ ნიორი

რეკომენდირებულია ნივრის უმად მიღება, რაც მასში შემავალი ნივთიერებით, ალიცინითაა განპირობებული. დასრისეთ, დააბლენდერეთ ნიორი, გააჩერეთ 15 წუთით და მიირთვით უზმოზე. რატომ არის მნიშვნელოვანი ნივრის უზმოზე მირთმევა? ორგანიზმი ადვილად გადაამუშავებს მას და ითვისებს თითოეულ სასარგებლო ნივთიერებასა და მიკროელემენტს.

ნივრისა და თაფლის კომბინაცია - არაჩვეულებრივი საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ორგანიზმიდან პარაზიტებისა და მიკრობების გამოსადევნად. დააქუცმაცეთ 2-3 კბილი ნიორი, დაუმატეთ მას 1 ს.კ თაფლი და მიირთვით უზმოზე. მიიღეტ ეს საშუალება ყოველდღიურად 3-4 დღის განმავლობაში და შემდეგ გააკეთეთ 1 კვირიანი შესვენება.

ნივრისგან მომზადებული საშუალება გაციების წინააღმდეგ

დაგჭირდებათ:

  • ½ წვრილად დაჭრილი ხახვი
  • 5 კბილი დაქუცმაცებული ნიორი
  • ლიმონის წვენი
  • 1 ს/კ დაქუცმაცებული ჯანჯაფილი
  • ვაშლის ძმარი
  • 2 წითელი დაქუცმაცებული წიწაკა

    მომზადება:
    აიღეთ მინის ჭურჭელი, მოათავსეთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი, წიწაკა და ჯანჯაფილი. ცალკე გაწურეთ ლიმონის წვენი და ჩაამატეთ მიღებულ ნარევში. დაუმატეთ მცირეოდენი ვაშლის ძმარი და ჭურჭელს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური. შეინახეთ მიღებული საშუალება ბნელ და გრილ ადგილზე.

    მიირთვით ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით გაციებისა და ყელის დკივილის დროს.