ამ ხალხური რეცეპტებით თქვენ შეძლებთ უმკურნალოთ კანის პიგმენტაციის დარღვევას!

ამ ხალხური რეცეპტებით თქვენ შეძლებთ უმკურნალოთ კანის პიგმენტაციის დარღვევას!
ვიტილიგო კანის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია კანის პიგმენტაციის დარღვევით. კანზე წარმოიქმნება დეპიგმენტური ლაქები, რომელებიც მიდრეკილნი არიან ზრდისა და შერწყმისაკენ. დეპიგმენტირებულ უბნებს ახასიათებს მომატებული მგრძნობელობა მზისა და ხელოვნური ულტრაიისფერი სხივებისადმი. ვიტილიგოს სრული განკურნება შეუძლებელია, თუმცა fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ხალხურ საშუალებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად გაგიფერმკთალებთ ლაქებს.

  1. თეთრი ლაქების არეში უნდა შეიზილოთ ალუბლის ნაყოფის წვენი და რბილობი.
  2. ლაქები დაიზილეთ მწიფე ნესვის ნაყოფით.
  3. ლაქებზე წაისვით ანისულის ზეთი და შემდეგ ეს უბნები მზის სხივებით ან კვარცის ნათურით დაისხივეთ.
  4. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ გვირილა, სალბი, კრაზანა, ჭინჭარი, კალენდულა, ორკბილა, თავშავა და 1 ს/კ ამ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 1 საათი, გადაწურეთ, სვით 1/3 ჭიქა 3 ჯერ დღეში ჭამამდე, 2 თვის განმავლობაში.
  5. ყოველ მეორე დღეს მიიღეთ ფიჭვისა და კატაბალახას აბაზანა. ერთი კურსია 11 პროცედურა.


ექიმის კომენტარი:
ვიტილოგოს მკურნალობის მიზანი დეპიგმენტაციის ლაქების არეში პიგმენტაციის გაძლიერებაა. სავარაუდოდ, ეს საშუალებები ამ პროცესს ხელს უწყობს.
სტატიის ავტორი: თეა მესხი
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი "კარაბადინი"