საუკეთესო დასვენება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

საუკეთესო დასვენება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
არ იცით, სად დაისვენოთ ამ ზაფხულს? ეცადეთ, იპოვოთ ზღაპრული ადგილი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით.

ვერძი
თქვენ მუდამ პირველები ხართ ყველგან და ყველაფერში. გაემართეთ მეგობრებთან ერთად საინტერესო თავგადასავლების შესახვედრად. ყველაზე უკეთ მოგიხდებათ კემპინგი ტყეებში ან მთებში. ბუნებასთან განმარტოვება დაგეხმარებათ, მოიპოვოთ სიმშვიდე და მოიკრიბოთ ძალები.

კურო
თქვენ კომფორტის მოყვარული ხართ, დიდ ყურადღებას აქცევთ მატერიალურ მხარეს. გაემგზავრეთ ევროპაში, დასვენებას შეუთავსეთ შოპინგი. დატკბით სხვა კულტურის ტრადიციებითა და დააგემოვნეთ გემრიელი უცხო კერძები.

ტყუპები
გიყვართ საკუთარ გამოცდილებაზე სწავლა და ახალის შეცნობა, ინტელექტითაც უხვად ხართ დაჯილდოვებული. გარდა ამისა, გიზიდავთ ცოცხალი ურთიერთობები და მოულოდნელი შეხვედრები. მოინახულეთ ნიუ იორკის მუზეუმები და დატკბით ამ მეგაპოლისის დინამიური ცხოვრებით.

კირჩხიბი
კირჩხიბი - ყველაზე შინაური და ოჯახის მოყვარული ნიშანია. თქვენ, სავარაუდოდ, არ გაუშვებთ შანსს, გაატაროთ დრო შინ, ახლობლების გარემოცვაში. არ არის აუცილებელი, დაიმალოთ. საკმარისია, მიიწვიოთ მეგობრები, ან რომელიმეს ესტუმროთ აგარაკზე. შინ მომზადებული გემრიელი კერძები, ახლო ადამიანები, ძველი სიმღერები გიტარის თანხლებით - აი, რა არის საჭირო თქვენი სრულყოფილი დასვენებისთვის.

ლომი
თქვენ დასვენების დროსაც გჭირდებათ, იყოთ ყურადღების ცენტრში. გიზიდავთ ყველაფერი კაშკაშა და ხმაურიანი. დასვენების იდეალური ადგილი - მსოფლიოს საუკეთესო წვეულებებზე გართობაა. ვარიანტი უამრავია: ჰოლივუდი, მაიამი, იბიცა, ლას ვეგასი... არჩევანი თქვენზეა.

ქალწული
ჩათვალეთ, რომ დანარჩენებს გაუმართლათ, რომ არსებობს ქალწული. თქვენ სხვებზე მეტად გიყვართ დახმარების გაწევა, მნიშვნელოვანია, იყოთ საჭირო. გამოსცადეთ თავი ვოლონტირობაში. შესაძლოა, ეს სწორედ ის იყოს, რაც გჭირდებათ ყოველდღიური სამუშაოსგან განსატვირთავად, ამასთან მოუტანოთ სარგებელი ხალხს.

სასწორი
თქვენთვის მნიშვნელოვანია, ირგვლივ ჰარმონია სუფევდეს. სიმალაზე - უპირველეს ყოვლისა, ამიტომაც, აირჩიეთ ადგილები, სადაც სამყაროს მშვენიერებით დატკბებით. გაემგზავრეთ პარიზში. უმჯობესია, მოგზაურობა ახლობელ ადამიანთან დაგეგმოთ, რომელიც ამ ქალაქის რომანტიულობას თქვენთან ერთად გაიზიარებს.

მორიელი
ურთიერთობებში სწორხაზოვანი და პირდაპირი ხართ. მიჩვეული ხართ, თავად მიიღოთ გადაწყვეტილებები და აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ ნათესავებისა და ახლობლებისგან შორს დაისვენებთ. ზღვის, ან უმჯობესია, ოკეანის სანაპირო, უამრავი კოსმეტიკური და სპა პროცედურებით - დაგვეთანხმეთ, შესანიშნავი ვარიანტია.

მშვილდოსანი
ფილოსოფია, რელიგია, მისტიკა - ეს ყველაფერი წარმოსახვას აფორიაქებს და მიჰყავხართ ეგზოტიკურ ადგილებამდე, სადაც სხვა კულტურის გამოკვლევით დაკავდებით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ახალი ზელანდია, აფრიკა ან იაპონია.

თხის რქა
მუშაობა, მუშაობა და კვლავ მუშაობა - აი, თხის რქის მისია. შვებულების პერიოდშიც კი არ გაუშვებთ შანსს ხელიდან, აიმაღლოთ კვალიფიკაცია. თქვენთვის იდეალური ვარიანტია - სტაჟირება უცხო ქვეყანაში, ავტორიტეტსაც აიმაღლებთ და დაისვენებთ კიდეც.

მერწყული
თქვენთვის რთულია რაიმე გარკვეული არჩევანის გაკეთება, რადგან სავსე ხართ წინაღობებით. შეიძლებოდა, მეგობრების გარემოცვაში მხიარულად დაგესვენათ სადმე, მაგრამ განმარტოვება რომ მოისურვოთ? განიხილეთ ეს ვარიანტი - გაემგზავრეთ უცხო ქვეყანაში, სადაც თქვენი მეგობარი ცხოვრობს. გზად კი მხიარულ კომპანიასაც იპოვით.

თევზები
თევზები და რომანტიკა - განუყოფელია. თქვენი გაორებული ნატურა ფანტაზიებსა და ოცნებებში ეფლობა. მუდმივად ილტვით მშვენიერებისკენ. მშვენიერი კი, თქვენთვის შესაძლებელია იყოს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა სადმე მთებში, ან იახტა ზღვის ტალღებზე. საუკეთესო ვარიანტი კი ამ ყველაფრის შეთავსება იქნება.