ფილტვების სიმსივნის 4 საწყისი სიმპტომი, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ!

ფილტვების სიმსივნის 4 საწყისი სიმპტომი, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ!
ქალებსა და მამაკაცებს შორის ფილტვის კიბო რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული სიმსივნური ტიპია. ყოველწლიურად ამ საშინელ დიაგნოზს უამრავ ადამიანს უდგენენ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ტიპის სიმსივნე, დროული აღმოჩენის და რეაგირების შემთხვევაში განკურნებადია! გთავაზობთ ფილტვის კიბოს საწყის 4 სიმპტომს, რომელიც არ უნდა დააიგნოროთ.

1. ქრონიკული ხველება
წესისამებრ, ხველება ასოცირდება ყელის ტკივილთან ან გაციებასთან, ამიტომ ადამიანები სულაც არ აქცევენ ამას დიდ ყურადღებას, რაც უპატიებელი შეცდომაა. ქრონიკული ხველება დიდი ალბათობით ფილტვების სიმსივნის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია.

2. ჰაერის უკმარისობა
საწყის ეტაპზე შესაძლოა იგრძნოთ სუნთქვის გართულება, რადგანაც ფილტვის კიბო იწვევს სასუნთქი გზების ჩაკეტვას, ამიტომაც შესაძლოა მარტივი საქმეების შესრულების შემდეგაც კი დაგეწყოთ შეუჩერებელი ქოშინი.

3. გულმკერდის ტკივილი
ფილტვის კიბომ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი მკერდის, ზურგის და მხრების არეში.

4. წონაში კლება
წონის აუხსნელი კლება, როგორც წესი, სხვადასხვა ტიპის სიმსივნის ადრეული ნიშანია, თუმცა ყველაზე ხშირად ამ სიმპტომს ფილტვის სიმსივნეს მიაკუთვნებენ.

თუ თქვენ ამ სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც აგეღნიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს თავის დაზღვევის მიზნით!