ლიქიორი Irish Cream

ლიქიორი Irish Cream
ამ ცნობილი და არომატული ლიქიორის მომზადების წესს გასწავლით დღეს fpaparazzi.
საჭირო მასალა 1,25 ლ-ზე:
  • 1-1,5 ს/კ ახალმოხარშული ყავა;
  • 1,5 ს/კ გამდნარი შავი შოკოლადი;
  • 350 მლ ვისკი;
  • 450 მლ ნაკლებცხიმიანი ნაღები;
  • 400 გ შედედებული რძე;
  • 1 კვერცხი;

მომზადება:
  1. ცხელ ყავაში ჩაასხით წყლის აბაზანაზე გამდნარი შოკოლადი და კარგად აურიეთ. გააგრილეთ.
  2. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ყველაფერი კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.
  3. ჩაასხით გასტერილებულ და გაცივებულ ბოთლებში და დახუფეთ.
  4. გააცივეთ ლიქიორი და ისე მიიტანეთ სუფრასთან.
  5. ლიქიორი მაცივარში ინახება ერთი წლის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!