როგორ მოვიშოროთ სახიდან ფერიმჭამელები? ყველაზე ეფექტური ბუნებრივი საშუალებები

გთავაზობთ სახლის პირობებში სახის ღრმა წმენდის მეთოდებს, რომლებიც ძალიან მარტივად და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ თავად ჩაიტაროთ. თითეოული ეს მეთოდი მრავალჯერაა გამოცდილი და მათი ეფექტურობა ეჭვგარეშეა!
ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!
- მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი და ლიმონის წვენი – ყოველდღიურად 7–8 ჭიქა წყლის მიღება გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დააჩქარებს კანის აღდგენის პროცესს.
- მიმართეთ თაფლს – კანის სწრაფად აღსადგენად, გამონაყარზე წაისვით თაფლი, ათი წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
- მიირთვით პომიდორი – A ვიტამინით მდიდარი პომიდორი ხელს უშლის გამონაყარის გაჩენას.
- რაციონიდან მთლიანად ამოიღეთ ან შეამცირეთ შემდეგი პროდუქტები: ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები, ცომეული, ტკბილეული, ცხოველური ცხიმები.
- დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ (მეტჯერ არა) – გამოიყენეთ ნელ–თბილი წყალი და ნაზი საპონი.
- ნუ შეეხებით სახეს ჭუჭყიანი ხელებით.
- დაძინებამდე მოიშორეთ მაკიაჟი.
- გამოიყენეთ ალოე ვერას გელი – ალოე ვერას გელი ან წვენი წაისვით გამონაყარზე და დაიტოვეთ.
- გამოიყენეთ ვაშლის ძმარი – ვაშლის ძმარი სწრაფად აღადგენს თქვენს კანს, კლავს გამონაყარის გამომწვევ ბაქტერიებს და მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს კანზე. სუფთა, მშრალ კანზე დაიდეთ ძმრიანი ბამბის ტამპონები (1 ს/კ ძმარი გააზავეთ 8 ს/კ წყალთან) და გაიჩერეთ 10 წუთით. ვაშლის ძმრის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი.
- გამოიყენეთ კვერცხის ცილა – პროტეინებით მდიდარი კვერცხის ცილის ნიღაბი განკურნავს და აღადგენს თქვენს კანს. კვერცხის გულისგან განაცალკევეთ ცილა და წაისვით სუფთა სახეზე, დაიტოვეთ თხუთმეტი წუთით და ჩამოიბანეთ.
- გამოიყენეთ შვრიის ფაფა – მოამზადეთ შვრიის ფაფა (წყლით, შაქარს ნუ დაუმატებთ) და სუფთა სახეზე დაიდეთ ნიღაბივით. გაიცერეთ 10–15 წუთით და ჩამოიბანეთ. შედეგს რამდენიმე პროცედურის შემდეგ შენიშნავთ.
- გამოიყენეთ ყინულის კუბები – კანის განსაჯანსაღებლად ყველაზე მარტივი და ადვილი გზაა. მიუხედავად იმისა, რომ დაუყონებლივ შედეგს არ იძლევა, რეგულარული გამოყენებით (გაიჩერეთ ყინულის კუბიკები გამონაყარზე ყოველდღიურად 10–15 წუთის განმავლობაში) ეფექტურ შედეგს მიიღებთ.
- ერიდეთ სტრესს – როგორც ბევრი სხვა პრობლემის სათავე, გამონაყარიც ხშირად სტრესის შედეგი ყოფილა.
ვიმედოვნებთ, რომ ეს რჩევები თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!