როგორ გავითეთროთ მუქი კანი სხეულის ნებისმიერ ზონაზე ნატურალური საშუალებით.

როგორ გავითეთროთ მუქი კანი სხეულის ნებისმიერ ზონაზე ნატურალური საშუალებით.
ექიმების თქმით, კანის გამუქების პრობლემა ყველაზე ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს, რომელთაც მე-2 ტიპის დიაბეტი აღენიშნებათ. სამწუხაროდ, კანის ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს სიმსივნის და ჰორმონალური დისბალანსის გამაფრთხილებელი ნიშანი ან განპირობებული იყოს გენეტიკური ფაქტორით.

შავი აკანტოზი კანის დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს შავი, ხავერდისებრი კანის შეცვლა სხეულს ნაკეცებსა და მოხრილ რეგიონებში.

ამ სტატიაში ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე მეთოდს, თუ როგორ გავითეთროთ მუქი კანი სხეულის ნებისმიერ ზონაზე:

ლიმონი - ეს ცუტრუსია მდიდარია C ვიტამინით, რომელიც გვეხმარება მკვდარი, დაზიანებული უჯრედების მოშორებაში. გაჭერით ლიმონი შუაზე და გაიწმინდეთ მისი გამოყენებით სხეულის პრობლემური ზონები, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

ალოე ვერა - ეს მცენარე გვეხმარება კანის გათეთრებაში და თავიდან გვარიდებს კანზე სილურჯეების წარმოქმნას. გარდა ამისა, ალოე ვერა ხელს უწყობს კანის უჯრედებს აღდგენა-რეგენერაციაში. წაისვით ალოე ვერას გელი პრობლემურ ზონაზე, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

საცხობი სოდა - ნატრიუმის ბიკარბონატი გვეხმარება კანის გაწმენდაში და მის გაღიავებაში. შეურიეთ ერთმანეთში წყალი და საცხობი სოდა თანაფარდობით 1:3, წაისვით მიღებული პასტა პრობლემურ ზონაზე და მოითმინეთ სანამ ის გაშრება. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა 2-ჯერ კვირაში.

კიტრი - ეს პროდუქტი ფლობს ძლიერ გამათეთრებელ თვისებებს. მეტი ეფექტურობისთვის გამოიყენეთ კიტრი ლიმონის წვენთან ერთად. შეურიეთ ერთმანეთში კიტრის და ლიმონის წვენი და მცირეოდენი კურკუმა, მიღებული პასტა წაისვით პრობლემურ ზონაზე, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.