რა ზეგავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი ტემპერამენტზე

რა ზეგავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი ტემპერამენტზე
გსურთ გაიგოთ, როგორი ტემპერამენტი აქვს თქვენს რჩეულს? ეს სტატია სწორედ ამაზეა.

ვერძი

ვერძი ყველგან და ყველაფერში პირველია. მუდმივი ბავშვი, ნაზი, მგრძნობიარე და ამასთან, წარმოუდგენლად სექსუალური. მას ნამდვილი სიყვარული შეუძლია. როდესაც უყვარდება, მეორე ნახევარს აღმერთებს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

კურო

კურო - მიწის ნიშანია, მშვიდი და გაწონასწორებული. იგი ერთგულია ყველაფერში, მათ შორის ოჯახში, ამიტომაც, სანდოა. ამასთან, ვნებაში ვერძს ტოლს არ უდებს. არასოდეს მიატოვებს პირველი თავის რჩეულს, ღალატს კი მძიმედ განიცდის.

ტყუპები

ჰაერის სტიქიის წარმომადგენელ ტყუპებს ვერ წარმოუდგენიათ სიცოცხლე ურთიერთობების გარეშე, უყვართ ფლირტი. ხასიათი ყოველ წამს ეცვლებათ, არასოდეს იცი, რაზე ფიქრობს და რას მოიმოქმედებს იგი. პარტნიორში უპირველეს ყოვლისა ინტელექტს აფასებს, ამიტომ მზად იყავით საინტერესო დიალოგებისთვის. თუ ტყუპებს იმედს გაუცრუებთ, ის სამუდამოდ გაქრება თქვენი ცხოვრებიდან.

კირჩხიბი

კირჩხიბი - წყლის ნიშანია, მგრძნობიარე, კარგი ინტუიციის მქონე. სიყვარულში, არ არსებობს საიდუმლო, რომელიც მისთვის ცნობილი არ არის. ეროტიკა და ემოცია კირჩხიბისთვის ერთიანია. მას იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვს, ამიტომაც, ხშირად წვეულების ვარსკვლავი ხდება. ამასთან, მას ოჯახური გარემო და სიმყუდროვე ბევრად ურჩევნია.

ლომი

ცეცხლის ნიშანი - ლომი - თბილი და ემოციური, ამასთან, მედიდურიცაა. მაყურებლისა და აპლოდისმენტების გარეშე მას ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ლომი სასიყვარულო ხელოვნების შესწავლას არ საჭიროებს, მას ეს სისხლში აქვს გამჯდარი. ის უმალვე გრძნობს სიყალბეს და ნამდვილი ურთიერთობების გარეშე ცხოვრების აზრს ვერ ხედავს.

ქალწული

ქალწული - მიწის ნიშანი, ვერ იტანს სიბინძურესა და უწესრიგობას, შესანიშნავი ორგანიზატორია და საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტისმეტად ზრუნავს. პარტნიორში ქალწულს პირველ რიგში ჭკუა აინტერესებს. თუ ეს ტესტი ჩაბარებულია, ქალწულთან სექსი დაუვიწყარი იქნება. სხვა შემთხვევაში, სექსი, საეჭვოა, საერთოდ შედგეს.

სასწორი

სასწორი - ჰაერის ნიშანია, მათთვის მთავარია, ყველაფერში ჰარმონია. ისინი ვერ იტანენ სკანდალებს, ადვილად უყვარდებათ და ასევე ადვილად ივიწყებენ. საწოლში ხშირად ზარმაცები არიან, მითუმეტეს, თუ პარტნიორი მათ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

მორიელი

იდუმალებით აღსავსე მორიელი მუდამ სიტუაციის მართვის სადავეებში აყვანას ცდილობს. მორიელი წყლის ნიშანია - ელეგანტური და თავშეკავებული ერთი შეხედვით, საგულდაგულოდ მალავს თავის ნაზ სულს. ”ყველაფერი ან არაფერი” - არის მისი დევიზი. მორიელი შესანიშნავი, ტემპერამენტიანი და ერთგული პარტნიორი გახლავთ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ცეცხლის ნიშანია, უყვარს თავისუფლება, მისი ერთ ადგილას გაჩერება ძალზედ რთულია. ერთგულებაც არ გახლავთ მისი საუკეთესო თვისება. მშვილდოსანი ძალიან მგრძნობიარეა, სიყვარულში კი თავგადასავლებს ეძებს.

თხის რქა

მიწის ნიშანი - თხის რქა - სერიოზული და ჩუმი ერთი შეხედვით, მას უყვარს მიწიერი სიამოვნებები და ეს საკითხი კარგად ესმის. მას არ შეუძლია არასერიოზული ურთიერთობების გაბმა და პარტნიორის დაუკმაყოფილებლად დატოვება. აუცილებლად სჭირდება დიდება და აღიარება, და როდესაც საწადელს ვერ აღწევს, თვითგვემას მიეცემა.

მერწყული

მერწყული ჰაერის ნიშანია, ის მუდამ თავისუფლებისკენ ილტვის და მზად არის, გაგაოცოთ და შოკიც კი მოგგვაროთ, ასე რომ, ფრთხილად იყავით. სიყვარულში მაღალ ურთიერთობებს ეძებს, სხვაგვარად ვერ წარმოუდგენია. არ ემორჩილება არავითარ შეზღუდვებს და ოცნებობს, იცხოვროს პარტნიორთან ქორწინების გარეშე.

თევზები


თევზები - წყლის ნიშანი - ფანტასტიურად მგრძნობიარე, არტისტული, ხშირად საკუთარი წარმოსახვის მსხვერპლი ხდება. თევზებისთვის სიყვარული მუდამ დრამაა, თუნდაც, ყველაფერი რიგზე იყოს. თევზების მოტყუება დაუსჯელად არ რჩება, თავად კი განზე ურთიერთობაზე უარს არასოდეს ამბობს.