საკმარისია ყავის დილის პორციას 1 კოვზი ეს ნაზავი დაუმატოთ და წონის კლება დაიწყება!

საკმარისია ყავის დილის პორციას 1 კოვზი ეს ნაზავი დაუმატოთ და წონის კლება დაიწყება!
გარდა იმისა, რომ ყავა ცხელი და გემრიელი სასმელია, მას ჩვენი ორგანიზმისათვის სასარგებლო მრავალი მახასიათებელიც აქვს. ყავაში შემავალი კოფეინის ზომიერ გამოყენებას შეუძლია ჩვენი მეტაბოლიზმი დილიდან გააქტიუროს, ხელი შეუწყოს გულის ჯანმრთელობას და დაგვიცვას მრავალი დაავადებისაგან.

თუკი თქვენ გახდომა გსურთ და ყავის აქტიური მომხმარებელიც ხართ, FPAPARAZZI ს ადმინისტრაციას თქვენთვის კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლე აქვს. დაუმატეთ თქვენს ყავაში მარტივი ინგრედიენტებისგან შემდგარი ნაზავი და ამით ააჩქარებთ მეტაბოლიზმს, დაწვავთ უფრო მეტ კალორიას და გაადნობთ ცხიმებს. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ მცირეოდენი დარიჩინი, ქოქოსის ზეთი და თაფლი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ კაკაოც. იმისათვის, რომ გავერკვეთ ამ ნაზავის მოქმედების პრინციპში და სარგებლიანობაში, განვიხილოთ ცალ-ცალკე თითოეული ინგრედიენტი.

დარიჩინი
დარიჩინი ცნობილია თავისი მძლავრი სამკურნალო თვისებებით. ის ანტიოქსიდანტების და ანთების საწინააღმდეგო თვისებების მდიდარი წყაროა, რომელიც ინფექციებთან და ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებთან ბრძოლაში გვეხმარება. დარიჩინი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, რაც სინაყრის განცდას ხანგრძლივი დროით გვინარჩუნებს, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია წონის კლების პროცესისთვის. არსებობს დარიჩინის ორი სახეობა: ცეილონი და კასია. ცეილონის დარიჩინი ცნობილია, როგორც "ნამდვილი დარიჩინი" და ითვლება უფრო სასარგებლო პროდუქტად, ამიტომაც ჩვენი არჩევანიც სწორედ ცეილონის დარიჩინზე უნდა შევაჩეროთ.

ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი წარმოადგენს ჯანსაღ ცხიმს! მაშინ, როდესაც ცხიმების უმრავლესობა შეიცავს გრძელჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს, ქოქოსის ზეთი თითქმის მთლიანად შედგება ცხიმოვანი მჟავების საშუალო ზომის ჯაჭვებისგან, რომლის ათვისებაც სხვადასხვანაირად ხდება.საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ისინი პირდაპირ ღვიძლში მიემართებიან, სადაც მათი გამოყენება ან ენერგიის მარაგის შესავსებად ხდება, ან კეტონურ სხეულებად გარდაიქმნება, ქოქოსის ზეთის ორგანიზმში ცხიმების სახით არ გროვდება. ქოქოსის ზეთი წარმოადგენს ნატურალურ პროდუქტს, ამიტომაც ის აუმჯობესებს როგორც ნივთიერებათა ცვლას, ასევე ენერგიის ხარჯვას, რაც ცხიმების წვის პროცესს უფრო ეფექტურს ხდის.

თაფლი
დიახ, თაფლი შეიცავს შაქარს. როგორც წესი, ორგანიზმი შაქარის გადასამუშავებლად გამოიყენებს ვიტამინებისა და მინერალების მარაგს, რომლებიც საჭიროა ცხიმების დასაწვავად. სინამდვილეში, თაფლი შეიცავს საკვებ ნივთიერებებსაც, მათ შორის რკინას, ნატრიუმს, კალიუმს, ფოსფორს,კალციუმს და თუთიას, ამიტომ გადამუშავების პროცესი დაბალანსებლია შაქარსა და საკვებ ნივთიერებებს შორის.
თაფლი ასევე ცნობილია როგორც ვიტამინების კარგი წყარო, მათ შორის ფოლიუმის მჟავის, ნიკოტინმჟავის, რიბოფლავინის, C და B6 ჯგუფის ვიტამინების. კვლევები გვიჩვენებს, რომ თაფლი ხელს უწყობს ორგანიზმში კარგი ქოლესტერინის დონის მატებას და საშუალებას იძლევა ადამიანმა უფრო აქტიური ცხოვრების წესით იცხოვროს.

ინგრედიენტები:
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინ
  • 3/4 ჭიქა ქოქოსის ზეთი
  • 1/2 ჭიქა თაფლი


მომზადების და გამოყენების წესი:
  1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეინახეთ ჭიქაში თავსახურით.
  2. საყვარელი ყავის დილის პორციაში დაუმატეთ 1-2 ჩაის კოვზი ეს ნაზავი, მანამ სანამ ყავა ცხელი იქნება.მოურიეთ და დალიეთ.