ქვის სასახლე, რომელიც სერაფინ ვილარანმა ააშენა: შუასაუკუნეების სული თანამედროვე ესპანეთში

ქვის სასახლე, რომელიც სერაფინ ვილარანმა ააშენა: შუასაუკუნეების სული თანამედროვე ესპანეთში
უკრაინელ აფორისტს, დანილ რუდოვს აქვს შესანიშნავი გამონათქვამი: ”თუკი ოცნებობ, არაფერზე არ უნდა თქვა უარი”. კასტილიო-დე-ლას-კუევასის (ქვის სასახლე) ხილვისას, რომელიც სერაფინ ვილარანმა ააგო, რწმუნდები, რომ ამ ესპანელის ოცნებები უსაზღვროა, მიზანდასახულობა კი, რომლის წყალობითაც ოცნებების რეალიზებას ახდენს - გმირობის ტოლფასია. სერაფინმა 20 წელი მოანდომა ამ არქიტექტურული საოცრების აშენებას, რომელიც ამჟამად პროვინცია ბურგოსის სიამაყეს წარმოადგენს.

სერაფინ ვილარანმა დაამტკიცა, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია. დაბადებიდან ბურგოსში ცხოვრობდა, ჩვეულებრივ შემდუღებელად მუშაობდა ერთ-ერთ ადგილობრივ ქარხანაში. 42 წლამდე ვერც კი წარმოედგინა, რომ რაიმე ღირებულს შექმნიდა. შემდეგ კი... გადაწყვიტა აეშენებინა უზარმაზარი სასახლე, რომელიც შუასაუკუნეების არქიტექტურულ შედევრებს მოგაგონებდა.

ქვის სასახლე, რომელიც სერაფინ ვილარანმა ააშენა: შუასაუკუნეების სული თანამედროვე ესპანეთში

სერაფინმა დაუფიქრებლად შეიძინა მიწის ნაკვეთი და ქვის სასახლის აშენებას შეუდგა, ყოველგვარი სპეციალური განათლების გარეშე, უბრალოდ, ინტუიციას მიენდო. შთაგონებას წიგნებიდან იღებდა. საშენ მასალებს კი... მდინარეებიდან Nela და Trueba. ხანგრძლივი თავჩაუხრელი შრომის შედეგად, თვითნასწავლმა არქიტექტორმა მოახერხა 5-სართულიანი სასახლის აშენება.



სამწუხაროდ, სერაფინ ვილერანი 1998 წელს გარდაიცვალა ისე, რომ თავისი ნახელავის დასრულებული იერსახის ხილვა ვერ მოასწრო. შიდა სამუშაოები დასრულებული იყო, გარეგანს კი დამუშავება სჭირდებოდა. მამის საქმე შვილებმა განაგრძეს: ქალიშვილმა იოლანდამ და ვაჟმა ლუისმა. მათ არ დაუგეგმავთ ამ ადგილის ტურისტულ ზონად ქცევა, თუმცა სტუმრებს მუდამ კეთილგანწყობილად ეგებებიან.

ვილარანის ამბიციურობას შეგვიძლია ამერიკელი ვიქტორ მური შევადაროთ, რომელმაც საოცარი სასახლე ააგო ძველი ავტომობილებისგან.