ცხიმების დაწვა, ორგანიზმის გატუტოვანება და საერთო ენერგიის ამაღლება დეტოქს-სასმელით.

ცხიმების დაწვა, ორგანიზმის გატუტოვანება და საერთო ენერგიის ამაღლება დეტოქს-სასმელით.
იღვიძებთ ყოველ დილით ისე, თითქოს მთელი ღამე ფიზიკურად შრომობდით და ენერგია მთლიანად გამოცლილი გაქვთ? თქვენ მარტო არ ხართ, რადგან მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი იტანჯება ამ პრობელმისგან. როგორც წესი, დილით, გაღვიძებისთანავე გამოსაფხიძლებლად ყავას მივმართავთ, რაც უდიდესი, უპატიებელი შეცდომააა. ექსპერტების მტკიცებით, ჩვენი სხეულში მჟავა გარემო საკუთარ პიკს სწორედ დილით, გაღვიძებისას აღწევს. ეს განპირობებულია სხვადასხვა პროცესებით, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ძილის დროს მიმდინარეობს. მთელი დღის განმავლობაში იმ პროდუქტების მირთმევით, რომლებიც ორგანიზმის გატუტოვანებას განაპირობებს, ვანეიტრალებთ ორგანიზმში მჟავა გარემოს.

არავითარ შემთხვევაში დაიწყოთ დილა ყავით! რეკომენდირებულია დღის დაწყება დეტოქს-სასმელებით, რომლებიც ორგანიზმის გატუტოვანებას უწყობს ხელს. ამ სასმელების დახმარებით ჩვენ ვარეგულირებთ pH-ის ბალანსს, რის შედეგადაც თავიდან ვირიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას. სოწრედ ამიტომ, ''Fpaparzzi''-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ასეთ საშუალებას, რომელიც დაგიჩქარებთ მეტაბოლიზმს, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, დაგეხმარებათ ზედმეტი ცხიმების მოშორებაში და აავსებს თქვენს ორგანიზმს ენერგიით.

ერთ-ერთი დეტოქს სასმელი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, შედგება ცილებისგან, C, B ვიტამინებისგან და დიდი რაოდენობით კალიუმისგან. ეს სასმელი დატვირთავს თქვენს ორგანიზმს სრულიად ახალი, უშრეტი ენერგიით:

ინგრედიენტები:
  • 2 ჭიქა წვრილად დაჭრილი ისპანახი;
  • 1/4 ჭიქა გაყინული მოცვი;
  • ჯანაფილის 1 ფესვი;
  • თაფლი (სურვილისამებრ);

ინსტრუქცია:

უბრალოდ მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში და კარგად გადაურიეთ. იმისთვის, რომ მიიღოთ თხევადი მასა, ჩაამატეთ სასურველი რაოდენობით წყალი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულატორი:

  • 1 მწიკვი ჯანჯაფილის ფხვნილი;
  • 1 ს.კ ლიმონის წვენი;
  • 1 ს.კ ვაშლის ძმარი;
  • 1,5 ს.კ წყალი;

ინსტრუქცია:

მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი პატარა ჭურჭელში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მეტაბოლიზმის დამაჩქარებელი:

ეს საშუალება დააჩქარებს თქვენს მეტაბოლიზმს და აგიმაღლებთ იმუნურ სისტემას.

  • 1 ს.კ ლიმონის წვენი;
  • 1 ს.კ ვაშლის ძმარი;
  • 1 მწიკვი კაიენის წიწაკა;
  • 1 ს.კ წყალი;

ინსტრუქცია:

მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი პატარა ჭურჭელში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას! იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც და არ დაგავიწყდეთ მათთვის ამ ინფორმაციის გაზიარება!