ტელეფონიდან ნაკაწრების მოშორება ძალიან მარტივია. ეს და სხვა გენიალური 9 ხრიკი გაგაოცებთ

ტელეფონიდან ნაკაწრების მოშორება ძალიან მარტივია. ეს და სხვა გენიალური 9 ხრიკი გაგაოცებთ
თანამედროვე ცხოვრება კბილის პასტის გარეშე რთულად წარმოსადგენელია. ამ პროდუქტის დახმარებით ჩვენ ვიცავთ პირის ღრუს ჰიგიენას, თუმცა კბილის პასტის შესაძლებლობები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება...

''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ კბილის პასტის გამოყენების 10 ალტერნატიულ მეთოდს, რომლიც უეჭველად გაგაოცებთ!

1. მწერების ნაკბენი
წაისვით კბილის პასტა მწერის ნაკბენზე, რათა მოშოროთ შეშუპება და ქავილის აუტანელი განცდა.

ტელეფონიდან ნაკაწრების მოშორება ძალიან მარტივია. ეს და სხვა გენიალური 9 ხრიკი გაგაოცებთ

2. ფრჩხილების გაპრიალება
ფრჩხილებისთვის ჯანსაღი და მოვლილი იერსახის მისანიჭებლად საკმარისია მათზე კბილის პასტის წასმა ჯაგრისის გამოყენებით.



3. დისკის აღდგენა
თუ გსურთ ინფორმაციის აღდგენა ძველ, დაჩხაპნილ კომპაქტ-დისკზე, დაიტანეთ მასზე მცირეოდენი კბილის პასტა და გაწმინდეთ ის რბილი ქსოვილის გამოყენებით.



4. სმარტფონის ეკრანიდან ნაკაწრების მოშორება
თუ თქვენ ვერ მოასწარით ეკრანის დამცავის შეძენა და ის დაიჩხაპნა, არ ინერვიულოთ! დაიტანეთ ეკრანზე მცირეოდენი კბილის პასტა და გაწმინდეთ ის რბილი ქსოვილის დახმარებით. მოაშორეთ ეკრანს პასტის ნარჩენები სხვა სუფთა ქსოვილით.



5. უსიამოვნო სუნის მოშორება
თუ საპონი ვერ გეხმარებათ ხელებიდან უსიამოვნო სუნის მოშორებაში, გამოიყენეთ კბილის პასტა!



6. სარკის დაორთქვლა
სანამ შხაპს მიიღებთ, წაუსვით კბილის პასტა სარკეს და გაწმინდეთ ის რბილი ქსოვილის დახმარებით. ეს მეთოდი დაიცავს სარკეს დაორთქვლისგან და ის იდეალურ სისუფთავეს შეინარჩუნებს.



7. უთოს ძირის გაწმენდა
იმისთვის, რომ მოაშოროთ ნადები უთოს ძირიდან, წაუსვით მას კბილის პასტის თხელი ფენა და გაწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით.



8. ლაქების ამოყვანა
კბილის პასტა არაჩვეულებრივი საშუალებაა ტანსაცმლიდან პომადის, ცხიმის და ფერადი ფანქრების ლაქების ამოსაყვანად. შეაზილეთ მცირეოდენი კბილის პასტა დალაქავებულ ტანსაცმელს და შემდეგ გარეცხეთ ის სარეცხ მანქანაში. ტანსაცმელი სისუფთავისგან იბრწყინებს!



9. საიუველირო ნაწარმის გაპრიალება
სამკაულების გასუფთავება-გაპრიალება ძალზედ მარტივია. დაამუშავეთ ისინი კბილის პასტისა და ძველი ჯაგრისის დახმარებით. გაითვალისწინეთ, რომ ჯაგრისი რბილი უნდა იყოს, რათა სამკაულები არ დაიკაწროს.



10. პატარა ხვრელების ამოვსება კედელში
კბილის პასტის დახმარებით პატარა ხვრელების ამოვსება ძალზედ მარტივია. უბრალოდ შეაზილეთ ხვრელს ის და მოითმინეთ რამდენიმე წუთით. მას შემდე, რაც კბილის პასტა გაშრება, გადაუსვით ზედაპირს დანის პირი.



იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ გეჩვენებათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!