ტანსაცმლის საყელოდან და იღლიების ზონიდან ყვითელი ლაქების ამოყვანა ძალიან მარტივია

ტანსაცმლის საყელოდან და იღლიების ზონიდან ყვითელი ლაქების ამოყვანა ძალიან მარტივია
თუ საყვარელ ტანსაცმელს ოფლის საშინელი ყვითელი ლაქები გაუჩნდა, არ იჩქაროთ მათი გადაგდება. ამ უმარტივესი საშუალების წყალობით მათი მოშორება მარტივადაა შესაძლებელი.

ინგრედიენტები, რომლებიც ამ საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ, თითოეული დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება. უბრალოდ გამოცადეთ ეს მეთოდი და მიღებული შედეგით ნასიამოვნები დარჩებით!



როგორ ამოვიყვანოთ ყვითელი ლაქები ტანსაცმლიდან

ინგრედიენტები:
  • 1 ჩ.კ ჭურჭლის სარეცხი სითხე;
  • 3-4 ჩ.კ წყალბადის ზეჟანგი;
  • 2 ს.კ საცხობი სოდა;

მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ერთ ჭურჭელში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თქვენ უნდა მიიღოთ კბილის პასტის მსგავსი კონსისტენცია. მიღებული მასა წაუსვით ტანსაცმლის დალაქავებულ ზედაპირს, მოითმინეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.

ამ მეთოდის ეფექტურობით გაოცდებით! იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზე, არ დაგავიწყდეთ მათთვის ამ სტატიის გაზიარება!