ერთადერთი ანტიცელულიტური საშუალება, რომელიც 100%-ით მოქმედებს. ეფექტი გასაოცარია!

ერთადერთი ანტიცელულიტური საშუალება, რომელიც 100%-ით მოქმედებს. ეფექტი გასაოცარია!
ყველასთვის ცნობილია, რომ კოფეინი- ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინგრედიენტია ანტიცელულიტურ კოსმეტიკურ საშუალებებს შორის. ეს ნივთიერება რომელიც ყავის მარცვლებისგან მიიღება აქტიურად ახდენს ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას ქსოვილში, გამოდევნის ტოქსინებს და შლის კანქვეშა ცხიმებს.

სახლის პირობებში ყავის ბაზაზე მომზადებული საშუალება, ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე ძვირადღირებული საშუალებები რადგან მათში კოფეინის მეტი შემცველობაა. FPAPARAZZI რედაქციამ მოიძია ცელულიტის მოსაშორებელი რეცეპტი, რომელშიც ყველაზე ჭარბადაა თავმოყრილი ცელულიტთან მებრძოლი კომპონენტები.


ინგრედიენტები:
  • 200–250 მლ გლიცერინი
  • 5–7 სუფრის კოვზი დაფქული ყავა
  • 5–7 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ხმელი წყალმცენარეები (ისინი იყიდებიან ჯანმრთელი კვების მაღაზიებში)
  • 1 სუფრის კოვზი დაფქული კოჭა
  • 2–3 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 3–5 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი
  • 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი
  • 40 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი
  • 40 წვეთი გრეიფრუტის ეთერზეთი


მომზადების წესი:
  1. სუფთა მშრალ ჭურჭელში შეურიეთ ყავა, წყალმცენარეები, კოჭა, დარიჩინი. დაუმატეთ გლიცერინი ჰერმეტულად დააფარეთ თავსახური და დააყენეთ 10-14 დღით. პერიოდულად შეანჯღრიეთ, ხოლო მითითებული დროის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ ნაზავი.
  2. მიღებული სითხე - კონცენტრირებული ექსტრაქტია. შეინახეთ ის მაცივარში ჰერმეტულად დახურებული თავსახურით, მინის ჭურჭელში. ამ კონცენტრანტით შეგიძლიათ გაამდიდროთ ნებისმიერი კოსმეტოლოგიური საშუალება: სკრაბი, ლოსიონი, ტანის კრემი.
  3. შეურიეთ ეთერზეთები, ზეითუნის ზეთს, დაუმატეთ ალოე ვერას გელო და 7-10 სუფრის კოვზი ყავის ექსტრაქტი.
  4. დარიჩინი და კოჭა ადგილობრივ გამახურებელ ლეფექტს ფლობენ, რითაც ქსოვილში სისხლის ცირკულაციას აძლიერებენ. სწორედ ამ თვისების წყალობით, აქტიური ინგრედიენების ეფექტურობა ორმაგდება.