6 კომპონენტიანი უგემრიელესი, ყველაზე ეფექტური საშუალება ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის.

6 კომპონენტიანი უგემრიელესი, ყველაზე ეფექტური საშუალება ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის.
ექიმების თქმით, ღვიძლის გამართულად ფუნქციონირება ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის გარანტიაა.

მავნე პროდუქტებით კვება, ფიზიკური პასიურობა, დაბუნძურებული გარემო, ალკოჰოლის მოხმარება - ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევას იწვევს.

მოკლედ, იმისთვის, რომ შეაჩეროთ ეს პროცესი, საჭიროა რეგულარულად დეტოქსიკაციის პროცედურის ჩატარება. სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 6 ინგრედიენტისგან შემდგარ უგემრიელეს, ძალიან სასარგებლო სასმელის მომზადების რეცეპტს.

ღვიძლის გაწმენდის პროცედურა მოიცავს ადვილად ასათვისებელი საკვების მიღებას. ეს საშუალება, რომლის დამზადებასაც დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, დატვირთავს თქვენს ორგანიზმს საკვები ნივთიერებებით, ანტიოქსიდანტებით და ელექტროლიტებით.

ინგრედიენტები:
  • კეჟერა კომბოსტოს 6 ცალი ფოთოლი;
  • ½ გასუფთავებული ლიმონი;
  • 2 ცალი წითელი ვაშლი (გარეცხეთ და დაჭერით);
  • ჯანჯაფილის ფესვი (დაახლოებით 1 სმ);
  • 1 ჭარხალი (გასუფთავებული);
  • 3 ცალი სტაფილო (გასუფთავებული);

მომზადების წესი:

მომზადების დრო: 8 წუთი.

მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში ან წვენსაწურში. იმ შემთხვევაში, თუ ბლენდერს იყენებთ, ჩაამატეთ მასში სხვა ინგრედიენტებთან ერთად 1 ან 2 ჭიქა წყალი და შემდეგ გაფილტრეთ თუშფალანგის გამოყენებით. რაც შეეხება წვენსაწურის გამოყენებას, ამ დროს უბრალოდ გამოწურეთ წვენი თითოეული ინგრედიენტისგან.

მიღებულ წვენში ჩაამატეთ ყინულის კუბიკები.

მიირთვით ეს საშუალება მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით. ორგანიზმის დეტოქსიკაციის ეს კურსი შეგიძლიათ განაგრძოთ უვადოდ, რადგან ამ საშუალებაში შემავალ ინგრედიენტებს მხოლოდ სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე.

კეჟერა კომბოსტო

ეს კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით ქლოროფილს, რომელიც გამოდევნის ტოქსინებს სისხლიდან, ანეიტრალებს ორგანიზმში ტოქსიკურ მეტალებს, პესტიციდებსა და ქიმიკატებს.

ლიმონი

ციტრუსი, რომელიც მდიდარია C ვიტამინით, გვეხმარება ორგანიზმის თავდაცვითი ძალების გაუმჯობესებაში და ორგანიზმში მოხვედრილი მავნე ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვაშლი

ამ ხილში უხვადაა ისეთი შენაერთები, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას.

ჯანჯაფილის ფესვი

ჯანჯაფილს ძალზედ სასარგებლო გავლენა აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ის თავიდან გვარიდებს მუცლის შებერილობას, მეტეორიზმსა და შეკრულობას.

ჭარხალი და სტაფილო

ეს ორი ბოსტნეული შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს და მცენარეულ ფლავანოიდებს, რომლებიც სტიმულირებს და აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას.

გისურვებთ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!