4 მრავალჯერ გამოცდილი მეთოდი ცელულიტების მოსაშორებლად. ყველაზე ეფექტურია!

4 მრავალჯერ გამოცდილი მეთოდი ცელულიტების მოსაშორებლად. ყველაზე ეფექტურია!
ცელულიტების მოშორება, ისევე, როგორც გარეგნობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გადაჭრა, მარტივადაა შესაძლებელი, თუ კონკრეტულ საკითხს სწორად მივუდგებით. სწორედ ამიტომ, ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 4 საუკეთესო მეთოდს ხალხური მედიცინიდან, რომელსაც უძველესი დროიდან მიმართავენ ცელულიტების მოსაშორებლად. თითოეული ამ მეთოდის ეფექტურობა ეჭვგარეშეა!

1. ვაშლის ძმარი ცელულიტების წინააღმდეგ: ყოველ საღამოს, დუშის მიღების შემდეგ დაიმუშავეთ პრობლემური ზონები ვაშლის ძმრით. დაახლოებით 2 კვირის შემდეგ ცელულიტები საგრძნობლად შემცირდება და ნელ-ნელა საერთოდ გაქრება.

2. გადახვევა ძმრის გამოყეებით: გახსენით ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმარი და წყალი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ჩაამატოთ ლიმონის, პიტნის ან როზმარინის ეთერზეთი. მიღებული საშუალებით დაიმუშავეთ პრობლემური ზონები და გადახვიეთ საკვების პლიონკა. ჩაიცვით თბილად და წამოწექით ლოგინზე კომფორტულად 1 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ ტანი თბილი წყლით და შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

3. გაიკეთეთ საჯდომის და დუნდულების მასაჟი ზღვის მარილის გამოყენებით. ეს საშუალება ძალზედ ეფექტურია ცელულიტების წინააღმდეგ საბრძოლველად.

4. ყავის ნიღაბი ცელულიტებისა და ცხიმოვანი ფენების წინააღმდეგ: ყავის ნალექში ჩაამატეთ ცისფერი თიხა და მცირეოდენი წყალი (უკეთესი იქნება, თუ არჩევანს მინერალურ წყალზე გააკეთებთ). ნელი მოძრაობებით შეიზილეთ მიღებული საშუალება ოდნავ დატენიანებულ კანზე, გაიჩერეთ დაახლოებით 1 საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ. კოფეინი განაპირობებს ცხიმოვანი ფენების შლას, ხოლო კოსმეტიკური თიხა ''გამოწოვს'' ქსოვილებიდან ზედმეტ სითხეს.

ეს ოთხი, მრავალჯერ გამოცდილი მეთოდი ძალზედ ეფექტურია ცელულიტების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩაიტარეთ ასეთი პროცედურები რეგულარულად და თქვენ საკუთარი ლამაზი სხეულით ხანმოკლე დროში იამაყებთ!

არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის დაქალებისთვის გაზიარება!