ხალხუხი მედიცინაში შექმნილი ვიტამინური ბომბი თმის ცვენის შესაჩერებლად!
თმის ცვენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში. ის შეიძლება მომდინარეობდეს შინაგანი ორგანული დაავადებებიდან, ან თმის ფოლიკულის დაზიანებიდან. პირველ რიგში, თმის ცვენა არასრულფასოვანი კვებიდან მომდინარეობს. აუცილებელია დღეში 4-ჯერ კვება, ხილ-ბოსტნეულისა და სითხის მიღება (ზამთარში სულ მცირე 1,5 ლ. წყალი), რომელიც უზრუნველყოფს ყველა ორგანოს ნორმალურად ფუნქციონირებას და ამავდროულად, თმის სიჯანსაღეს. Fpaparazzi- ის რედაქცია გთავაზობთ თმის ცვენის სამკურნალო მცენარეულ საშუალებათა რეცეპტს.
ინგრედიენტები:
მომზადება და გამოყენების წესი:
საშუალო ზომის ხახვი გახეხეთ და გაწურეთ. წვენს დაამატეთ 10 გრამი ალოეს ფოთლების წვენი, ¼ ჭიქა აბუსალათინის ზეთი და ½ ჭიქა ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ და შეიზილეთ თავის კანში, შემდეგ დაიხურეთ პოლიეთილინის ქუდი, ზემოდან - ნაქსოვი ქუდი. ერთი საათის შემდეგ თავი დაიბანეთ. პროცედურა უნდა ჩაატაროთ ყოველი თავის დაბანის წინ. 2-3 თვეში გამელოტებულ ადგილებზე თმა ამოვა და სწრაფად დაიწყებს ზრდას.
ექიმის კომენტარი: რეცეპტში შემავალ კომპონენტებს აქვს ადგილობრივი ანტიანთებითი, ქსოვილთა რეგენერაცუილი, ანტიბაქტერიული, მკვებავი ეფექტი. ხახვი, ალოე, ლიმონი ვიტამინებით მდიდარი მცენარეებია, რომელთაც სხვა ბიოაქტიური ნივთიერებების შმცველობის გამო მრავალმხრივი სამკურნალო მოქმედება ახასიათებს. აბუსალათინის ზეთი, ზოგადად, საფაღარათო საშუალებაა, თუმცა იგი მედიცინაში გარეგან საშუალებათაც გამოიყენება დამწვრობების, წყულულების სამკურნალოდ, კანის დასარბილებლად, თმის გასამაგრებლად.
ინგრედიენტები:
- 1 საშუალო ზომის ხახვი.
- 10 გრამი ალოეს წვენი.
- ¼ ჭ. აბუსალათინის ზეთი.
- ½ ჭ. ლიმონის წვენი.