გული, წრე თუ კვადრატი?! - ვარჩევთ საცვლებს დუნდულების ფორმების მიხედვით

გული, წრე თუ კვადრატი?! - ვარჩევთ საცვლებს დუნდულების ფორმების მიხედვით
არსებობს ხუთი სხვადასხვა ფორა და ყოველი მათგანს უხდებება საცვლების საკუთარი სტილი.
მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად იცით საკუთარი სხეული, თქვენ ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა მეტი გაიგოთ მის შესახებ. პლასტიკური ქირურგი მეთიუ შულმანმა თავისი ცხოვრების მანძილზე 50 000 მდე ქალის სადჯომი ნახა, მათგან 2000 ზე მეტი კი საკუთარი ხელით გადააკეთა- შეასწორა.

ექიმი შულმანი ამბობს, რომ საჯდომის ფორმა დამოკიდებულია მენჯის ძვლების შერწყმაზე, ცხიმოვანი ქსოვილის რაოდენობაზე იმ ადგილებზე, სადაც დუნდულების კუნთები ჩონჩხს ემაგრება.

ისევე როგორც მკერდისათვის შესაძლებელია უფრო მომგებიანი ბიუსჰალტერის შერჩევა, ასევე თქვენი დუნდულებისთვისაც შესაძლებელია შეარჩიოთ შესაფერისი თეთრეული.



ფორმა: კვადრატი

თუკი ხაზი რომელიც ბარძაყის ძვალსა და ბარძაყის შიდა ნაწილს შორის გადის მიწს მართობულია, პლასტიკური ქირურგი ასეთ საჯდომს კვადრატულს უწოდებს. არ შეშინდეთ, აქ არ იგულისხმება, რომ თქვენ ის კუთხოვანი გაქვთ. ეს პროექციის მონახაზის აღწერაა.
თქვენ მოგიხდებათ: შორტები, ბოქსერები, შორტები-ჰიპსტარები, ბიკინი, სტრინგები. მოერიდეთ თავისუფალ სტილს, პანტალონებს ქალებისთვის და მაღალწელიან საცვლებს.


ფორმა: V-ს მაგვარი

თუკი თქვენი დუნდულები და ბარძაყები შამპანიურის მაღალ ჭიქას გავს, თქვენ V-ს მაგვარი ფორმები გაქვთ. ყველაზე ხშირად ასეთი ფორმები გვხვდება ქალბატონებში განიერი მხრებით და ვიწრო თეძოთი.
თქვენ მოგიხდება: ბოქსერები, მოტკეცილი პანტალონები, ჰიპსტერები და ფართე ბიკინი. თქვენ უნდა მოერიდოთ ზედმეტად ღია დუნდულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დავარდინი ფორმის გამოჩნდებიან.


ფორმა: А-ს მაგვარი

ქალბატონები მსხილს მაგვარი სხეულის ფორმებით გამოირჩევნია ვიწრო წელით და მასიური დუნდულებით.
თქვენ მოგიხდება: საცვლები ღრმა ჭრილით, ტანგა, ბიკინი, შორტები ელასტიური ქსოვილისგან ან უნაკერო საცვლები კიდეებით, დამუშავებული ლაზერით.
ამასთანავე მოერიდეთ ქალის საცვლების მოდელებს ჩვეულებრივი შეკეცილი კიდეებით, რომლებიც დუნდულებში შეიჭრება და დისკომფორტს გამოიწვევს.


ფორმა: მრგვალი

ასეთი ფორმები ან დაბადებიდან არის თანდაყოლილი ან მუდმივი ფიზიკური დატვირთვით მიიღება. თქვენ ასეთი ფორმის საჯდომს ფიტნესის მოყვარულების სხეულზე შეამჩნევთ.
თქვენ მოგიხდებათ: ტანგა, სტრინგი, საცურაო ტრუსი, შორტი, რომლებიც ყველა მხარეს იწელებიან და აქვთ ნაკერი დუნდულებს შორის. იდეალური ვარიანტი იქნება მოდელი რომელსაც ამ ნაკერის მაგივრად ბაფთიანი ჩანართები ექნება. თქვენ გჭირდებათ ტრუსების ფორმა რომელსაც უკან ნაჭრის დიდი მარაგი ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი წინა მხრიდან მოუხერხებელი იქნება.
დამატებითი რჩევა: ნუ შეგეშინდებათ აიღოთ ერთი ზომით დიდი საცვალი. ეს თქვენ მხოლოდ გამოგადგებათ.



ფორმა: ამობრუნებული გული

ეს ფორმა წააგავს მრგვალ ფორმას, ოღონდ ამ შემთხვევაში მოცულობა თავმოყრილია დუნდულების ქვედა ნაწილში.
თქვენ მოგიხდებათ: საცურაო ტრუსი, შორტი და ბიკინი დაბალი კანტებით. ასეთი სახის საცვლების მოდელები უნდა ფარავდენ დუნდულების 2/3-ს. ამგვარად ისინი ჩამოკიდებული არ გამოჩნდებიან.

რჩევა: თუკი თქვენ ჯერ კიდევ ცდილობთ გაარკვიოთ თქვენ როგორი ფორმები გაქვთ, დადექით სარკესთან და გადაიღეთ სელფი მხარსუკან მობრუნების გარეშე.