აი რატომ უნდა გადაივლოთ თავზე ჩვეულებრივი ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი ადამიანის ორგანიზმისათვის წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტს წარმოადგენს. მას გამოიყენებენ როგორც შინაგანი ასევე ზედაპირული გამოყენებისთვის, მთლიანად ორგანიზმის გამოსაჯანმრთელებლად. დღეს fpaparazzi-ს რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ შეიძლება გამოაჯანმრთელოთ თმები ამ საშუალების გამოყენებით. დაიმახსოვრეთ ვერცერთი ნაყიდი ბალზამით თქვენ ისეთ ეფექტს ვერ მიიღებთ, როგორც ჩვეულებრივი ვაშლის ძმრის გამოყენებით.
ვაშლის ძმარი თმების სავლებად
მთავარი პირობა ვაშლის ძმარის გამოყენებით თმის მოსავლელად - მხოლოდ ნატურალური პროდუქტის გამოყენებაა. შესაძლებელია გამოიყენოთ ყურძნის ან მალინის ძმარიც კი, მაგრამ ისინი ვაშლის ძმარზე ძვირი ღირს.
გამოყენების წესი:
თუკი თქვენ გსურთ გქონდეთ ლამაზი და ჯანმრთელი თმები, ვაშლის ძმარი აუცილებლად დაგეხმარებათ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაში. უკვე 2-3 გამოყენების შემდეგ თქვენ შედეგებსაც შეამჩნევთ!
ვაშლის ძმარი თმების სავლებად
- ვაშლის ძმარი ჩვენს თმაზე ახდენს შემდეგი სახის გავლენას:
- კვებავს თმას
- ანიჭებს ბზინვარებას, სიფაფუკეს.
- ასწორებს თმის ზედაპირს
- აძლიერებს თმას
- აჩქარებს ზრდის პროცეს
- აგვარიდებს ქერტლს და ქავილის შეგრძნებას
- მოგვაშორებს ზედმეტ ცხიმებს
- ანიჭებს თმას მოცულობასა და სიმყარეს
- აფერხებს თმის მტვრევადობას
- ამსუბუქებს თმის დავარცხნის პროცეს
- ანიჭებს თმას გაჯერებულ ფერს
- ჩამორეცხავს საღებავის ნარჩენებს
- აღადგენს მჟავა-ტუტოვან ბალანს თავის კანზე
- აღკვეთს ელექტროფიკაციას
- ახდენს ქიმიური პროცედურების შემდეგ დაზიანებული თმის აღდგენას.
მთავარი პირობა ვაშლის ძმარის გამოყენებით თმის მოსავლელად - მხოლოდ ნატურალური პროდუქტის გამოყენებაა. შესაძლებელია გამოიყენოთ ყურძნის ან მალინის ძმარიც კი, მაგრამ ისინი ვაშლის ძმარზე ძვირი ღირს.
გამოყენების წესი:
- აიღეთ ქვაბი ან პატარა თასი (დაახლოებით 1 ლიტრის მოცულობის), ჩაასხით ცივი წყალი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზმარი (არ გაზარდოთ ძმრის პორცია 1 ლიტრ წყალზე წინააღმდეგ შემთხვევაში თმაზე შესაძლოა სუნი დაგრჩეთ.) თუკი თქვენ შიშობთ, რომ თმას შესაძლოა მაინც დარცეს ძმრის სუნი, მაშინ დაუმატეთ რამოდენიმე წვეთი ეთერზეთი. ყველაზე სასარგებლო თმისათვის ილანგ-ილანგის ზეთია
- თავის დაბანის შემდეგ გადაივლეთ ვაშლის ძმრიანი წყალი. მისი ჩამორეცხვა აუცილებელი არ არის. სველ თმაზე შესაძლოა ძმრის სუნი იგრძნობოდეს, მაგრამ გაშრობის შემდეგ სუნიც გაქრება.
- თმების გავლების შემდეგ, თმები შეიხვიეთ პირსახოცით. როდესაც ისინი შეშრებიან, მოიხსენით პირსახოცი, გაიშალეთ და გაიშრეთ თმები ფენის გამოყენების გარეშე.
თუკი თქვენ გსურთ გქონდეთ ლამაზი და ჯანმრთელი თმები, ვაშლის ძმარი აუცილებლად დაგეხმარებათ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაში. უკვე 2-3 გამოყენების შემდეგ თქვენ შედეგებსაც შეამჩნევთ!