ზაზუნას სინდრომი: რა მავნე გავლენას ახდენს ეს ჩვევა და როგორ შეიძლება მისი მოშორება

ზაზუნას სინდრომი: რა მავნე გავლენას ახდენს ეს ჩვევა და როგორ შეიძლება მისი მოშორება
მიუხედავად იმისა თუ თქვენ საერთოდ პირველად გესმით ზაზუნას სინდომის შესახებ, თქვენ ასე თუ ისე მაინც გექნებოდათ შეხება მასთან. ეს წახემსების მავნე ჩვევაა, მუდმივად რაღაცის ჭამა. თავდაპირველად ის სრულიად უვნებლად გვეჩვენება, მაგრა ის მუდმივად გაუცნობიერებელი ხდება და ორგანიზმის შიდა პროცესებზე მავნე ზეგავლენას ახდენს. ადამიანები რომლებიც მუდმივად რაიმეს მიირთმევენ საკუთარ თავს გახდომნის ან ფორმაში ყოფნის საშუალებას ართმევენ.
რითია სახიფათო ზაზუნის სინდრომი:
  • თქვენ კუჭს მუდმივ დატვირთულს ამყოფებთ - ის ვერ ისვენებს
  • თქვენ ვეღარ გრძნობთ ჯანსაღი შიმშილის შეგრძნებას (უბრალოდ გავიწყდებათ, რა არის ეს)
  • უფრო სწრაფად ცვეთთ კბილებს
  • ორგანიზმს მიეწოდება ბევრად მეტი კალორია ვიდრე მას ესაჭიროება
  • ხოლო როგორც შედეგი თქვენ გასუქდებით


როგორ გადავეჩვიოთ ამ მავნე ჩვევას
  • რჩევა 1: დაივიწყეთ წახემსება ერთხელ და სამუდამოდ!
    ეს ძალიან რთულია, მაგრამ თუკი თქვენ საკუთარ თავს წახემსების საშუალებას არ მიცემთ, თქვენ შეძლებთ უფრო მეტად გააკონტროლოთ თავი. თურმე, საკვების მცირე დოზით მიღებაც კი ზრდის ინსულინის დონეს, რომელიც სიჭარბის შემთხვევაში ცხიმებად გარდაიქმნება. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ წახემსებების არსებობა ყოველდღიურ მენიუში აფერხებს გახდომის პროცესს. ამასთანავე ხელი იშვიათათ მიიწევს რაიმე სასარგებლოსაკენ.
  • რჩევა 2: საკვების მთავარი მიღება - სადილი
    სინამდვილეში სადილი საკმაოდ მსუბუქი უნდა იყოს, რადგან ჩვენი ორგანიზმი მხოლოდ სადილობის წინ განიცდის ნამდვილ შიმშლს. სწორედ ამ დროს ესაჭიროება მას ენერგია. ამიტომ ყველა არსებითი საკვები უმჯობესია სადილზე მიირთვათ (კარტოფილი,სენდვიჩი, ტკბილეული,) ხოლო საუზმეზე მოამზადეთ ერთი ფინჯანი ბოსტნეულის ფაფა
  • რჩევა 3: საკვების ბოლო მიღება - ძილის წინ 3 საათით ადრე
    ცარიელი კუჭით დაძინება უფრო სასიამოვნო და სასარგებლოა. ამასთანავე ასეთი ჩვევა გვიცავს ღამით მაცივართან რეიდებისგან.იაპონელებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ვინც ძილის წინ ან ღამე ჭამენ სწრაფად კრეფენ წონას, მასთან ერთად კი დაავადებებსაც.
  • რჩევა 4: თუ მოგშივდათ - დალიეთ წყალი
    ეს რჩევა არ მოდის გამხდარი-ანორექსიანების ჯგუფიდან. ჩვენ ხშირად გვეშლება შიმშილი და წყურვილი. ამასთანავე წყალი ამცირებს ნამდვილ შიმშილსაც, რის გამოც თქვენ 2 ჯერ უფრო ცოტას ჭამთ. ამასთანავე უმჯობესია მიირთვათ თბილი წყალი, მცირეოდენი ლიმონის, კოჭას და თაფლის დამატებით. ასე, რომ სვით ხშირად!
  • რჩევა 5: ყოველ 6 საათში მიირთვით ცილების მიქსი, სასარგებლო ცხიმებიი და უჯრედისი
    ცილები+ სასარგებლ ცხიმები+ უჯრედისი = საბაზისო ფორმულა მათვის, ვისაც სურვილი აქვს ფორმაში ჩადგენ რაც შეიძლება სწრაფად.
    ამგვარად, თქვენი თეფშის მეოთხედი შევსებული ცილოვანი პროდუქტით უნდა იყოს, მეორე მეოთხედი - სასარგებლო ცხიმებით, მესამე ბოსტნეული ნებისმიერი ფორმით და ბოლო ნაწილი - რთული ნახშირწყლები.
  • რჩევა 6: მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს
    არ არის აუცილებელი მას ტირანულად მოექცეთ, დაუწესოთ დღევანდელი დღისთვის არარეალური ჩარჩოები. თუკი თქვენ მოგინდათ კარტოფილი ფრი - მიირთვით, მაგრამ ცოტა. შეეცადეთ სასარგებლო საკვები უფრო გემრიეი გახადოთ, იმისთვის რომ ეს საკვები თქვენთვის უფრო სასიამოვნო იყოს და არა ბალდებულება.