როგორ გამოვრეცხოთ ორგანიზმიდან პოდაგრული ნალექები და მარილები?!

როგორ გამოვრეცხოთ ორგანიზმიდან პოდაგრული ნალექები და მარილები?!
პოდაგრით დაავადებულთათვის აუცილებელია ორგანიზმის პერიოდული გაწმენდა, რადგან პოდაგრის დროს გროვდება შარდმჟავის მარილები. ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილების გამოსადევნად ლიმონი კარგი საშუალებაა. ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდი არც მკაცრ დიეტას მოითხოვს და არც ცხოვრების წესის შეცვლას.
ორგანიზმის გასაწმენდად თქვენ დაგჭირდებათ მენიუდან გამორიცხოთ:
  • ხორცი
  • კვერცხი
  • სოკო
  • ჩაი
  • ყავა
  • კაკაო
  • სპირტიანი სასმელები

გამოიყენება მხოლოდ ახალი ლიმონის წვენი და სასურველია ლიმონი თხელკანიანი იყოს.

მომზადებისა და გამოყენების წესი:
  • 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში ჩაჭერით ერთი ცალი ლიმონი და გააჩერეთ 2 საათით.
  • ეს ნაყენი (ლიმონიც და წვენიც) დილით მიირთვით უზმოზე.
  • თუ კუჭ-ნაწლავი არ გიმტყუნებთ შეგიძლიათ დღეში 2-3 ულუფაც მიიღოთ.
  • ლიმონის წყალმა კბილები რომ არ დაგიზიანოთ, მისი დალევის შემდეგ პირში სოდის წყალხსნარი გამოივლეთ (1 ჩ/კ სოდა - 1 ჭიქა წყალზე).
  • მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს.

მკურნალობის შედეგი კი ასეთია:
ლიმონის წვენი ათხელებს და ორგანიზმიდან გამოდევნის ლორწოს, რომელიც ბრონქიტს, გრიპს და ფილტვის ანთებას იწვევს. გარდა ამისა კურნავს რევმატიზმებს, სახსრებიდან, ნაღვლის ბუშტიდან და თირკმელებიდან გამოაქვს მარილები, აძლიერებს იმუნიტეტს, ამკვრივებს და ამაგრებს სისხლძარღვებს. გამორეცხავს პოდაგრულ ნალექებს.

ორგანიზმის გასაწმენდად ასევე კარგი საშუალებაა ბრინჯი.
მუქი ფერის გაურეცხავი 2 ს/კ ბრინჯი გარეცხეთ და დაალბეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში. მეორე დღეს წყალი გადაღვარეთ და დაასხით ახალი წყალი. დაადგით დაბალ ცეცხლზე და მოხარშეთ. მიირთვით უცხიმოდ და უმარილოდ. ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ ორი კვირა უნდა შეისვენოთ და შემდეგ კურსი გაიმეოროთ.
ასეთი კურსი უმჯობესია ჩაიტაროთ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მკურნალობის შედეგად გაგეწმინდებათ საშარდე სისტემა, სახსრებიდან გამოიდევნება დალექილი მარილები, ორგანიზმში არსებული ტოქსინები, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, რეგულირდება წონა, ცხრება შეშუპება, უმჯობესდება თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობა.

ექიმის კომენტარი: ლიმონი გამოიყენება იმიტომ, რომ მასში უხვადაა ორგანული მჟავა - ლიმონმჟავა. ის შედის რეაქციაში მარილებთან და ზოგიერთ მათგანს შლის, თუმცა ჟავის ჭარბად მიღება არ შეიძლება მათვის ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა აქვს და კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებს.
ბრინჯს გააჩნია მარილების ინტენსიურად შეწოვის უნარი და სწორედ ამ უნარის გათვალისწინებით ხდება მისი ორგანიზმის გასაწმენდად გამოყენება.


თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია გთხოვთ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს. განიხილეთ ეს სტატია და ასევე მოგვწერეთ თქვენთვის საიტნერესო თემები კომენტარებში.
სტატიის ავტორი: ლეილა
სტატიის წყარო:კარაბადინი