კისელი ბრტყელი მუცელისთვის: მიირთვით 2 ჭიქა დაძინებამდე 2 საათით ადრე.

კისელი ბრტყელი მუცელისთვის: მიირთვით 2 ჭიქა დაძინებამდე 2 საათით ადრე.
ტყუილუბრალოდ ნამდვილად არ შემოუთავაზებიათ ჩემთვის ეს სასმელი, რადგან ის არაჩვეულებრივად ასრულებს საკუთარ ფუნქციას: ეს კისელი წმენდს მსხვილ ნაწლავს საკვების გადაუმუშავებელი ნარჩენებისგან და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

ამ კისელის მოსამზადებლად, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''_ის რედაქცია შემოგთავაზებთ, მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები დაგჭირდებათ, რომლებიც წმენდს ჩვენს ორგანიზმს და აჩქარებს ბუნებრივი გახდომის პროცესს.

კისელი მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად და წონის დასაკლებად

ინგრედიენტები:
  • 2 ლ მდუღარე წყალი;
  • ერთი ჭიქა შვრიის ფანტელები;
  • ერთი მუჭა შავი ქლიავი;
  • ერთი მუჭა მსხვილად გახეხილი ჭარხალი;

მომზადება:

1. დაასხით თითოეულ ინგრედიენტს მდუღარე წყალი.

2. ადუღეთ ნარევი დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.

3. გაფილტრეთ ნარევი საცერის გამოყენებით. არავითარ შემთხვევაში გადაყაროთ მასა, რომელიც საცერზე დარჩება.

მიირთვით ეს გამწმენდი კისელი კვირაში ერთხელ 2 ჭიქის ოდენობით დაძინებამდე 2 საათით ადრე. სასურველია, თუ რამდენიმე წუთით მუცელზე თბილს ქსოვილს ან თბილი წყლით სავსე ბოთლს მიიდებთ. მასა, რომელიც საცერზე დარჩება, მიირთვით მეორე დილით საუზმის ნაცვალდ. ორგანიზმის გაწმენდის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 30 დღეს. კურსის დამთავრების შემდეგ აუცილებელია მინიმუმ 2 თვიანი შესვენების გაკეთება.

შვრიის ფანტელებისგან დამზადებული ეს კისელი დაგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდაში და ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაში. არ დაგავიწყდეთ ამ რეცეპტის მეგობრებისთვის გაზიარება!