ეს ფეხმძიმე ქალბატონი ოკეანის ფონზე სურათებს იღებდა, მის თავს წარმოუდგენელი რამ მოხდა.

ეს ფეხმძიმე ქალბატონი ოკეანის ფონზე სურათებს იღებდა, მის თავს წარმოუდგენელი რამ მოხდა.
ქალბატონი, რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ, ავსტრალიელი კიმ ტუჩია, რომელიც ამ ფოტოზე უკვე მეოთხეჯერაა ფეხმძიმედ. დიახ, ის ხანმოკლე დროში პატარას ელოდებოდა, თუმცა დააკვირდით მის უზარმაზარ მუცელს! კიმმი და მისი მეუღლე ვერაფრით იჯერებდნენ, როდესაც ექიმებმა უთხრეს, რომ მათ... 5 ტყუპი შეეძინებოდათ!

ქალბატონმა მშობიარობა ნორმალურად გადაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მას გარკვეული სირთულეების შესახებ აფრთხილებდნენ. ექიმების თქმით, სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ მშობიარობისას ერთ-ერთი პატარა დაღუპულიყო, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა!



კიმს მშობიარობა იანვრის თვეში მოუწია. 4 გოგო და 1 ბიჭი - მშობლეების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! ელისონმა, ბეატრიქსმა, პენელოპამ, ტიფანიმ და კიტმა წყვილის ცხოვრებაში ახალი სიხარული და ბედნიერება შეიტანეს. 6 კვირის განმავლობაში პატარები საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ხოლო ამ პერიოდის შემდეგ ისინი სავსებით ჯანმრთელები და ჯანსაღები წაიყვანეს სახლში...



ცნობისთვის, შანსი იმისა, რომ ადამიანს 5 ტყუპი შეეძინოს, 55 მილიონში ერთია. ეს ნამდვილი სასწაულია!



დღის განმავლობაში თითო პატარას მინიმუმ 5-8_ჯერ გამოკვება სჭირდება, ხოლო კვირაში - 350 პამპერსი. მადლობა ღმერთს, კიმის და მისი მეუღლის ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მშობლებს პატარების აღზრდაში ფინანსურად ეხმარებიან... დამოუკიდებლად ისინი ამას ვერაფრით შეძლებდნენ.



ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს წარმოუდგენლად დიდი ბედნიერებაა!